NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»შემოდგომაზე გახდება ცნობილი, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება

შემოდგომაზე გახდება ცნობილი, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება

13 აგვ 2019 საინტერესო 1144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“. მისივე თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ნულოვანი ბარიერია, მთავრობის დაკომპლექტება გამარჯვებულმა პარტიამ შესაძლოა, კოალიციური გაერთიანების გარეშეც მოახერხოს.

„ჩვენ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც. რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კოალიციას, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, 2017-2018 წლებში, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ჩავდეთ ამ რეფორმაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახლაგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და 2024 წლიდან ეს არჩევნები გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავისთავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.

შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება ჩვენი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება. ასევე ვმუშაობთ პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური და ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

TOP 2019-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, საინტერესო პარტნიორი ან კონკურენტი იქნება – უნდა შევწყვიტოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა

შემდეგი სტატია

მთვარია ვის ექნება ოქროს გასაღები, საყურადღებოა ხაზარაძის გეგმები” – ხუხაშვილი 202 წლის არჩევნებზე “ოცნების” ოპტიმიზმს არ იზიარებს

მსგავსი სტატიები

As to why Do Solo Russian Females Fail to Find Love in Western Europe?

ნაგულისხმევად საიტისათვის 12 თებ 2021
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2020
რომში ულამაზესი თოვლია

რომში ულამაზესი თოვლია

26 თებ 2018

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge