NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი

ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი

13 აგვ 2019 პოლიტიკა 444 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 150 კმ. სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და რეაბილიტაცია უტარდება 500კმ.-მდე სიგრძის საავტომობილო გზას. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები აქამდე არასდროს ყოფილა.

„ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ და საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა. ჩვენ დღეს ვაშენებთ დაახლოებით 150 კმ სიგრძის ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია.

იცით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20%-ით გავზარდეთ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება,“ – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

2019-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე – მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ახლაც ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი

შემდეგი სტატია

ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული – პრემიერი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

მსგავსი სტატიები

გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას

გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივნ 2019

„ალბათ, დღეიდან მაინც დაიწყებს და გამოჩნდება“

16 ნოე 2018
ქუმსიშვილი: „ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

ქუმსიშვილი: „ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

07 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge