NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დეკანოზი გიორგი მამალაძე არათუ გადაადგილებას, წამოჯდომასაც ვერ ახერხებს – სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე არათუ გადაადგილებას, წამოჯდომასაც ვერ ახერხებს – სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ

12 აგვ 2019 პოლიტიკა 830 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქციების რეჟიმზე გადასვლის მიზეზი ის გარემოებაა, რომ „საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ოჯახი მოატყუა“.

„სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თუკი გავჩუმდებოდით, ჩემს ძმას გამოუშვებდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. სამწუხაროდ, მე ამ საკითხში გამოუცდელი ვიყავი. სექტემბრიდან ასევე ვაპირებ იმ თემებზე საუბარს, რაც თითოეულმა ეპისკოპოსმა იცის, მაგრამ ვერ საუბრობს. ვაპირებ იმ წერილების გასაჯაროებას, რომლებიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა და ვაპირებ იმ თემებზე საუბარს, რასაც საპატრიარქო დღემდე მალავს და არ უნდათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. ეს ყველაფერი დაადასტურებს იმას, რის გამოც ჩემი ძმა გაწირეს და საპყრობილეში გამოკეტეს. მამა გიორგი მამალაძე, რომ უდანაშაულოა ყველამ იცის. სასამართლო ღია რომ ყოფილიყო, ამას თითოეული ჩვენგანი კარგად დავინახავდით, თუმცა სწორედ ამიტომ დახურეს სხდომები, რომ საზოგადოებას ჩემი ძმის სიმართლე არ დაენახა“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დაკავებული სასულიერო პირის ძმის ინფორმაციით, მსჯავრებული გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„მე ჩემი ძმა მოვინახულე და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის დამოუკიდებლად არათუ გადაადგილებას, არამედ წამოჯდომასაც კი ვერ ახერხებს. მას მარჯვენა კიდურები სრულიად პარალიზებული აქვს , თებერვლის 15 რიცხვიდან დღემდე ამ მდგომარეობაში იმყოფება და წოლით რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

2019-08-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე – კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

შემდეგი სტატია

ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2″-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

მსგავსი სტატიები

„ნაც-ქოცური დემოკრატია“ – აქცია პარლამენტთან

„ნაც-ქოცური დემოკრატია“ – აქცია პარლამენტთან

26 სექ 2017
ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის “ნასედკები”, ეს მისი “კამანდაა”

ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის “ნასედკები”, ეს მისი “კამანდაა”

ირაკლი შალიკაშვილი 28 თებ 2020
შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ – არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ – არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

17 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge