NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან „ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები – ოპოზიცია მაღალჩინოსნების ხელფასების და პრემიების რეკორდულ ზრდას ეხმაურება

ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან „ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები – ოპოზიცია მაღალჩინოსნების ხელფასების და პრემიების რეკორდულ ზრდას ეხმაურება

09 აგვ 2019 პოლიტიკა 951 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავრობამ რეკორდი მოხსნა. ხალხს საჯარო მოხელეების შენახვა წელს ყველაზე ძვირი დაუჯდა. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ანაზღაურებას პრემიებისა და დანამატების ჩათვლით. აქ რიცხვები უფრო შთამბეჭდავია. წელს მარტო ექვს თვეში ხალხმა საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი გადაიხადა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაღალჩინოსნები იქმნიან კომფორტს ხალხის ხარჯზე. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკის დასუსტება, ლარის გაუფასურება და მოსახლეობის გაღარიბება, სწორედ ჩინოვნიკების მიერ, “ჯიბეების გასქელებას” უკავშირდება.

„ როცა ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს რატომ ეცემა ლარი, მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი  ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ფლანგვა და რა თქმა უნდა, თვისთვის უზარმაზარი ხელფასების დარიგება და გამოწერა. ხელფასები ეზრდებათ და ამით სარგებლობენ „ქართული ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები ერთის მხრივ და მათი პარტაქტივი, რომელიც ისე არის ჩამალული ბიუჯეტის სხვა და სხვა მუხლებში, სხვა და სხვა სიპებსა და აიპებში, რომ ამას გამჭვირვალედ ვერავინ ვერ ვუყურებთ და სინამდვილეში სწორედ „ქართული ოცნების“ პარტაქტივისა და აი, ამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხარჯზე იჭმება ის ფული, რომელიც საზოგადოებას აკლდება საბოლოო ჯამში, რომელიც ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს ლარს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი – ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. ხელისუფლების ოპონენტები საჯარო უწყებებში სერიოზულ ნეპოტიზმზეც მიუთითებენ.

კომენტარები

2019-08-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი რომ ამბობს, ვერ გავთვალე პუტინიო, ვკითხოთ, ჰქონდა თუ არა ცხინვალში რუსების მოძრაობაზე სამხედრო-სადაზვერვო მონაცემები და თუ ჰქონდა, რა ვერ გათვალა?

შემდეგი სტატია

რა თქმა უნდა პარლამენტში გვექნება მსჯელობა – მათიკაშვილი მაღალჩინოსანთა ხელფასებსა და პრემიებზე

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული პოლიტიკოსის

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული პოლიტიკოსის

ნინო ჩხეიძე 26 ნოე 2020
უგულავა: ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება

უგულავა: ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 19 ნოე 2021
“გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის მხრიდან გვექნება მხარდაჭერა ევროპული მისწრაფების კუთხით”

“გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის მხრიდან გვექნება მხარდაჭერა ევროპული მისწრაფების კუთხით”

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

    თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge