NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია – არა შეგუებას!

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია – არა შეგუებას!

08 აგვ 2019 პოლიტიკა 900 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

“დღეს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან.

როგორც მთავარსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

ომი ღია ჭრილობაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლი, მიწა, წინაპრების საფლავი, სალოცავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ამ ტკივილის და ყოველდღიური შეურაცხყოფის მიუხედავად ისინი გმირულად აგრძელებენ გამყოფ ხაზთან ცხოვრებას. ჩვენი და ჩემი, მოვალეობაა მათ გვერდში დგომა, და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია – არა შეგუებას! ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე – პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ომმა და ოკუპაციამ გეზი რომ არ და ვერ შეგვაცვლევინა…ამაშია ჩვენი უდიდესი ძალა!

არ შეგუება ნიშნავს იმედის და მიზნის არ დაკარგვას.

როგორც 2005 წელს შევძელით რუსული სამხედრო ბაზების მშვიდობიანად გაყვანა საქართველოდან, მჯერა რომ შევძლებთ ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მუდმივი არაფერია, უიმედობაზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.

უნდა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს როგორც ჩვენი, ისე მათი პრიორიტეტი. ამ ამბიციას უახლოეს მომავალში მე გავაჟღერებ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

ქართველებს უიმედობა არ გვახასიათებს, ამიტომ ისიც უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და რუსეთიც დარწმუნდება, რომ ომი, ოკუპაცია, სახელმწიფო საზღვრების უგულებელყოფა წარსულს უნდა ჩაბარდეს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალური საფრთხეები და გამოწვევები ყველას გვემუქრება, სტაბილურობა აუცილებელია! არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუკი მას განვითარება და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სურს და აღელვებს.

მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა : არ დავუშვა ის რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები. ამავდროულად აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს გამეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს. ჩვენი გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არავის ემუქრება. პირიქით ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა მტკიცე და შეუქცევადია.

არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში.

ქართულ საზოგადოებაში თანხმობის გარეშე შეუძლებელია ომით ტრავმირებული და გაყოფილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების შემორიგება. ეს კი ერთადერთი გზაა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანების.

ჩვენ ყველამ უნდა დავძლიოთ ომის კვალი ცნობიერებაში. წარსულის გაკვეთილები გაძლიერების საფუძვლად ვაქციოთ. ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.

ყველა ღირსეული ქვეყანა და საზოგადოება ომის საკითხის ირგვლივ ერთიანდება. ომის საკითხი უნდა იყოს არა საზოგადოების კიდევ ერთი პოლარიზაციის და დაყოფის საფუძველი, არამედ მისი შემკვრელი.

ამისათვის აუცილებელია, გადავლახოთ სიძულვილი, ავამაღლოთ კულტურის დონე და სახელმწიფოებრივი ცნობიერება.

მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის წინაპირობა სახელმწიფოს მომავალზე სწორებისა და მისი საბოლოო გამთლიანების”, – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

2019-08-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაცების“ ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს

შემდეგი სტატია

თბილისი ენერჯი ძველი და ამორტიზირებულიქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად საელჩომ მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა

25 ოქტ 2017
ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

13 თებ 2019
სალომე ზურაბიშვილი: გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს

სალომე ზურაბიშვილი: გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს

ნინო ჩხეიძე 13 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge