NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება – ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე

ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება – ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე

06 აგვ 2019 პოლიტიკა 1007 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება, – ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება ასევე ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები,რადგან შედის რეკლამის შინაარსში. პოლიტიკურ პარტიებს აღარ აძლევს შესაძლებლობას, რომ ანტირეკლამა გამოიყენოს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე.

ყველა მარეგულირებელი ორგანო კონტროლდება მათ მიერ და ცხადია მათ აამოქმედებენ, როცა საქმე შეეხება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას,“-ამბობს ბოკუჩავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელიაც. მისი შეფასებით, ცვლილებების პროექტში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დაინტერესებულ მხარეს ფართო ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს.

„არ არის დაზუსტებული რა არის სიძულვილის ენა და როგორი ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს არასწორად. ამიტომ ასე დატოვება ამ ჩანაწერის განუმარტებლად, ორაზროვანია, ძალიან დიდი დისკრეციის მიმცემია, ამიტომ სახიფათოა და უნდა შეიცვალოს,“-აცხადებს ბესელია.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაც თვლის, რომ იზღუდება როგორც პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლება, ასევე იზღუდება მედიის თავისუფლება. ხვიჩია ამ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გატარებად მიიჩნევს. მისი თქმით, სწორედ ეს პუნქტია კანონპროექტში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაწილი.

კომენტარები

2019-08-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს” – არასამთავრობოები საარჩევნო კანონის რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ

შემდეგი სტატია

საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები – ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს

მსგავსი სტატიები

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

12 ივნ 2018
კალაძე: იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

კალაძე: იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

ნინო ჩხეიძე 13 სექ 2023
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში“

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში“

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge