NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და საშიშია

პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და საშიშია

06 აგვ 2019 პოლიტიკა 658 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, რომელიც გამოხატვისთავისუფლებას უქმნის საფრთხეს, ჩემი აზრით ადამიანის უფლებებისთვის საშიში და საზიანოა, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას დისციპლინარული ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელიც არამოსამართლე წევრების მიერ შესაძლო დარღვევებს და დისციპლინარულ გადაცდომებს განიხილავს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს ეთიკის დაცვა და საზოგადოებაში ნდობის განმტკიცება მოეთხოვება, თუმცა ის საკუთარი განცხადებებით სისტემას მხოლოდ ზიანს აყენებს.

„სერგო მეთოფიშვილის რჩევები, განცხადებები, მისი დამოკიდებულება, საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მისი ნებისმიერი ქმედება, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი, ნდობას არ იწვევს, არ განამტკიცებს, დადებითს არ ემსახურება სასამართლო სისტემის იმიჯის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, მისი განცხადებები სასამართლოს სისტემას დიდ ზიანს აყენებს“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სერგო მეთოფიშვილი მოსამართლე წევრსა და არამოსამართლეს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„რა მექანიზმიც არსებობს იმისთვის, რომ მოსამართლის ქცევა იმგვარი იყოს, რომ ეთიკურ მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ის მექანიზმები რეალურად პრაქტიკაში მუშაობს თუ არა, ესეც საკითხავია. არამოსამართლე წევრი არის არამოსამართლე წევრი, მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ კონკრეტული ვადით არჩეული აღნიშნული პოზიციაზე და შესაბამისად, სერგო მეთოფიშვილს უნდა ესმოდეს განსხვავება მოსამართლესა და არამოსამართლეს შორის, მაგრამ მისი დისკუსიიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით, დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა და მოითხოვა, რომ მეთოფიშვილის განცხადებები,რომელიც მისი მისამართით დისკრიმინაციის შემცველი იყო, შესწავლილიყო. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დღემდე იქნა თუ არა საკითხი შესწავლილი დამოუკიდებელი ინსპექტორის მხრიდან, მისთვის უნცობია.

ცნობისთვის, სერგო მეთოფიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჯობია შეიქმნას დისციპლინარული ორგანო, რომელიც უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა მხრიდან დაშვებული დისციპლინური გადაცდომების, ან ეთიკის ნორმების უხეშად დაღვევის შემთხვევაში, დისციპლინური ღონისძიებების გატარებას განიხილავს.

კომენტარები

2019-08-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველას უნდა გვესმოდეს: 2008 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ომი არ არის გამოსავალი

შემდეგი სტატია

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს

მსგავსი სტატიები

პირადი ცხოვრების კადრებისა და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება – დეპუტატები პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს უსმენენ

02 აპრ 2019
სამხარაძე: შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაა

სამხარაძე: შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაა

ნინო ჩხეიძე 25 ივლ 2022
ვერ ვხედავ, სერიოზულ თემას, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა წამოიწიოს დღის წესრიგში – კილაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე

ვერ ვხედავ, სერიოზულ თემას, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა წამოიწიოს დღის წესრიგში – კილაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე

ირაკლი შალიკაშვილი 03 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge