NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა

05 აგვ 2019 საინტერესო 470 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კანონდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა.

გარდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს შორისაა: პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილება, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის მექანიზმი და ა.შ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება.

„1 თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი.

დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:

1) კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, არჩევნები ჩატარდება პროპროციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

2) შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

3) პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს.

4) უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

5) ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

6) წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

7) პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.

8) ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

9) დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც. სწორედ ამ მიზნით დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა უზრუნველყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

2020 წლის არჩევნები TOP რეფორმის საკითხი ცვლილებათა პროექტი 2019-08-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags 2020 წლის არჩევნები TOP რეფორმის საკითხი ცვლილებათა პროექტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე პრინციპული არჩევნები, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა

შემდეგი სტატია

ტყუილად წვალობთ, რაც არ უნდა ჩაწეროთ კანონში, ვერ დაგვშლით

მსგავსი სტატიები

Dolorem non amet tempora non est amet dolore.

30 ნოე 2020
დიდი სპორტი ბრუნდება – მთავარი თამაშები და აქციები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

დიდი სპორტი ბრუნდება – მთავარი თამაშები და აქციები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2020
მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge