NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზეწოლაში

გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზეწოლაში

05 აგვ 2019 პოლიტიკა 318 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზეწოლაში, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის განცხადებას, თითქოს, ფასების ზრდა შესაძლოა, საქართველოში ბიზნესის წარმოამდგენელთა მხრიდან კანონდარღვევებს უკავშირდებოდეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, ფასების ზრდა, რაც მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს, „ქართული ოცნების” მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების შედეგია.

„საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც დაასუსტა ეკონომიკა, დაასუსტა ლარი და განაპირობა ფასების ზრდა სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე. 2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22%-ით ანტიბიოტიკები, 6.29%-ით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64%-ით ვიტამინები, 4.87%-ით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1%-ით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა ასევე დაამძიმებს არსებულ სოციალურ ფონს. გამოსავლად კი ფრაქცია „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას ასახელებს.

„გამოსავალია „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციების და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა და ბიძნესასოციაციების, დისტრიბუტორებისა და ბიზნეს სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.

კომენტარები

2019-08-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საბჭოთა პროკურატურის მუშაობის მეთოდი – ოპოზიცია კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

შემდეგი სტატია

მე ამ ადამიანზე ჩემი შეხედულებები მაქვს დადებით, მისი განათლებით, მისი პროფესიონალიზმით – მოსამართლეობის კანდიდატი სილაგაძე მურუსიძეზე

მსგავსი სტატიები

ტრამპი ტილერსონს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებაზე დრო არ დახარჯოს

02 ოქტ 2017
ვხედავთ რაღაც გაუგებარ, ნაჯღაბნ კრიტერიუმებს, რაღაცა ნაჯღაბნ სტრუქტურას – ალეკო ელისაშვილი შეწყალების კრიტერიუმებზე

ვხედავთ რაღაც გაუგებარ, ნაჯღაბნ კრიტერიუმებს, რაღაცა ნაჯღაბნ სტრუქტურას – ალეკო ელისაშვილი შეწყალების კრიტერიუმებზე

ირაკლი შალიკაშვილი 17 იან 2020
დაპირისპირება ზუგდიდში – სამოქალაქო საზოგადოება ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

დაპირისპირება ზუგდიდში – სამოქალაქო საზოგადოება ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge