ეს არის პირადი შურისძიება ბიძინა ივანიშვილის ნიკა გვარამიასადმი – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. ნიკა გვარამიას გამოკითხვა ცოტა ხანში დაიწყება. “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
უდუმაშვილი გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში, პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერის განცხადებით, ივანიშვილმა გვარამიას განეიტრალება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის მისი რეჟიმის წინააღდეგ ღიად იბრძოდა.
„ რა თქმა უნდა, ეს არის პირადი შურისძიება ბიძინა ივანიშვილის ნიკა გვარამიასადმი, იმიტომ, რომ ნიკა არ იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ჩვეულებრივი გენერალური დირექტორი. ის იყო ძალიან აქტიური ფიგურა, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე აქტიური ფიგურა საქართველოში, რომელიც ღიად იბრძოდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ამ შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილმა ვერ მოახერხა მისი განეიტრალება და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც წაიღო “რუსთავი2”, გადაწყვიტა, რომ უკვე შურისძიება უნდა დაეწყო ნიკა გვარამიაზე და ამას კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეს გრძნობა ამის შემდეგ, რაც ნიკა დაანონსა, რომ ახალი ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა და მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ მართლაც კარგი ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა ნიკა გვარამია, რომლიც ასევე იქნებოდა ძალიან კრიტიკული ამ ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, წავიდა რადიკალურ ზომებზე. ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში როგორ ელვის სისწრაფით ვითარდებოდა მოვლენები, ბუნებრივია, რომ ახლა ფიქრობს, რომ ძალიან მალე დაასრულოს რუსთავი2-ი საქმე და ნიკა გვარამიას საქმე, მათ შორის, იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკოსების ნაწილი უკვე ციხეშია გამოკეტილი, ნაწილი სამაჯურით სახლში ზის, 20 ადამიანი, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა რუსთაველის გამზირზე ისინიც კი ციხეში გამოკეტა ივანიშვილმა, თქვენ წარმოდგინეთ, ახლა გვარამიას წინააღმდეგ როგორ იბრძოლებს,. მყარდება სრული დიქტატურა ამ ქვეყანაში. ივანიშვილის მთავარი მზიანია არის, რომ ჩიტმა არ გაიფრინოს ცაში და ჭიანჭველამ არ გაიაროს მიწაზე მისი ნებართვის გარეშე,“- განაცხადა უდუმაშვილმა.
პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. დღეს კი გაირკვა, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, “რუსთავი2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაცითხოვს.
კომენტარები