„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიმართ არსებულ კითხვებს, პასუხები უნდა გასცეს.
„ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ გვარამიას განცხადებები, თითქოს დაწყებული გამოძიება მის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ შეიძლება, რომ ადამიანმა, რაღაც დააშავოს, არ ჰქონდეს პასუხი, თუკი ეს ბრალდებაა და არა დანაშაული და საზოგადოებას ატყუებდეს, რომ ეს მის გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის პრევენციას უკავშირდება. ყველა შემთხვევაში არსებობს დანაშაული, ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს. თუკი არ არსებობს დანაშაული, ამის დამტკიცებაც გარკვეულ რეჟიმში ხორციელდება,“-ამბობს გია ვოლსკი.
კომენტარები