NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»„საქართველოს კაპიტალმა“ და „თბილისის მწვანე სკოლამ“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

„საქართველოს კაპიტალმა“ და „თბილისის მწვანე სკოლამ“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

01 აგვ 2019 საინტერესო 1196 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ საგანმანათლებლო სექტორში მორიგი პარტნიორობის შეთანხმება „მწვანე სკოლასთან“ გააფორმა.

„თბილისის მწვანე სკოლა“ №134 საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, 2011 წელს დაარსდა და დღეს სკოლას, ჯამში, 1,000 მოსწავლეზე მეტი ჰყავს. მწვანე სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე თავისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებითა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით. სკოლა დიღომში მდებარეობს და მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა ბუნებრივი სიმწვანით არის გარშემორტყმული, რაც საშუალებას იძლევა, ბავშვებმა სუფთა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება.

მომავალი 5 წლის განმავლობაში, „თბილისის მწვანე სკოლა“ და „საქართველოს კაპიტალი“ არსებული სკოლის გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით 3 ახალი სკოლის გახსნას გეგმავენ, რის შემდეგაც სკოლა, ჯამში, 5,500 მოსწავლეზე მეტის მიღებას შეძლებს.

ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი:

„მოხარული ვართ, გაცნობოთ „საქართველოს კაპიტალის“ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორული შეთანხმების შესახებ „თბილისის მწვანე სკოლასთან“. „საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს განათლების სექტორში წამყვანი სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერასა და განვითარებას“.

ბაკურ სულაკაური და კახა დავითური, „თბილისის მწვანე სკოლის“ დამფუძნებლები:

„მოხარულები ვართ, რომ „თბილისის მწვანე სკოლასა“ და „საქართველოს კაპიტალს“ შორის პარტნიორული შეთანხმება შედგა. გვაქვს ერთად დასახული მნიშვნელოვანი მიზნები და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი“.

კომენტარები

TOP 2019-08-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები – იუსტიციის საბჭოში გასაუბრება დაიწყო

შემდეგი სტატია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

მსგავსი სტატიები

საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება – ე.წ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება – ე.წ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2019

ისტორიული მოვლენა – მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკაში

21 აგვ 2017

დონალდ ტრამპი: ”ტრამპი”ეს შოუს სახელია და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია

02 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

    პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

  • ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

    ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

  • Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

    Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

  • ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

    ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

  • შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

    შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

  • თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

    თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

  • უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

    უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

  • ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge