NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ

მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ

01 აგვ 2019 პოლიტიკა 869 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქუჩაში, კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში კიდევ ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს, – ამის შესახებსაფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა (კაბუ) „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, საფრანგეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის ციხეში ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვინც ცუდ ყოფაშია და დახმარება სჭირდება.

„მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, თუნდაც ციხეში მყოფებს. ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული, ხალხო, იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, იკითხონ. ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაცა იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ეს ადამიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის წევრი, უახლოესი ადამიანი, ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი, გარდაიცვალა. პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულიოზით. 21-ე საუკუნეში, ადამიანებო, 21-ე საუკუნეში ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხჰყოფებს?! რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ. აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულიოზით. ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა ციხეში. ნერვიულობით დაემართა, იმიტომ რომ ცოლი დაუჭირეს, შვილები მარტო დაუტოვეს, ავადმყოფი მამა და დედა მარტო დაუტოვეს“, – განაცხადა კახა აბუაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, მოახერხა თუ არა აბუაშვილმა რესოციალიზება მას შემდეგ, რაც დატოვა საფრანგეთის ციხე, კახა აბუაშვილმა განაცხადა, რომ „დიდად რთული არ იყო შეგუება თავისუფლებასთან“.

როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან არ უშვებენ.

შე­გახ­სე­ნებთ, “კაბუ” ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით საფ­რან­გეთ­ში 2018 წლის 18 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი”, მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის – კახა აბუ­აშ­ვი­ლი. იგი სას­ჯელს საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში იხ­დი­და.

კომენტარები

2019-08-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარტიული აქტიურობა შეჩერებული მაქვს – ახლა მე ამისთვის არ მცალია

შემდეგი სტატია

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

მსგავსი სტატიები

დეპუტატები იყვნენ, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ ახლა მათ სახელებს არ დავასახელებ

დეპუტატები იყვნენ, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ ახლა მათ სახელებს არ დავასახელებ

ირაკლი შალიკაშვილი 14 ნოე 2019
გიორგი ამილახვარი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს ღირსეულად დაფასებული

გიორგი ამილახვარი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს ღირსეულად დაფასებული

ნინო ჩხეიძე 01 სექ 2023

მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

20 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge