NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას

ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას

01 აგვ 2019 პოლიტიკა 579 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას , – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებისა და მოკლევადიანი ანტიკრიზისულ გეგმას ნაცვლად სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას ვხვდებით.

„ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვისმენდეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებს ან ჩამოყალიბებულ,თუნდაც მოკლევადიან ანტიკრიზისულ გეგმას, ვხედავთ მხოლოდ სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ძალიან სუსტ არგუმენტებს, რომ ლარის დევალვაცია არის საზოგადოების პროტესტის შედეგი ან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირების“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, ასევე არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევებია. გამოსავალი კი, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი და კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა უნდა იყოს.

საზოგადოებას კარგი მეხისერება აქვს და ახსოვს, რომ აქციები ქვეყანაში თვეების განმავლობაში იმართებოდა და ასეთი რამ ეროვნულ ვალუტას არ დამართნია. ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა 2008 წელს. რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს, ტურისტების ზრდის მიუხედავად, ლარი უფასურდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, აქ სხვა მიზეზებზე უნდა იყოს საუბარი, რატომ მცირდება ინვესტიციები და ვერ ხდება ეკონომიკის სტიმულირება და დივერსიფიცირება, რატომ არ არის ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა, რატომ ებრძვის ხელისუფლება მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს და მედიას,რატომ მიიტანა იერიში ყველაზე დიდ საბანკო სტრუქტურაზე და კონკრეტულად ბიზნესმენებზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე მყავს მხედველობაში. ეს ფაქტორები და ამას დამატებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევები ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე და ლარი არის ამის მთავარი ინდიკატორი. ამიტომ გამოსავლის ძიება გადაბრალებაში არ არის. გამოსავალი არის კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი, კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა. ხელისუფლება უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ის გუნდი, რომელიც ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

2019-08-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს ფასებზე იმოქმედებს

შემდეგი სტატია

ბილაინმა ახალციხეში, კოსტავას #33-ში განახლებული მაღაზია გახსნა

მსგავსი სტატიები

„არ დაუშვათ ისეთი ქმედებებში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ნაკრებზე“

09 სექ 2018
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ – აშშ ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციას გმობს

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ – აშშ ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციას გმობს

09 ნოე 2018
მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2020

უახლესი ამბები

  • კომპანია Nike რუსეთში მაღაზიები დახურა

    კომპანია Nike რუსეთში მაღაზიები დახურა

  • დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

    დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

  • გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

    გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

  • თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

    თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge