NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნაც და სინდისიც, დამეთანხმება, რომ გავრილოვის ღამე პირდაპირ კავშირში არ არის ლარის ამ მდგომარეობასთან

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნაც და სინდისიც, დამეთანხმება, რომ გავრილოვის ღამე პირდაპირ კავშირში არ არის ლარის ამ მდგომარეობასთან

29 ივლ 2019 პოლიტიკა 481 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნაც და სინდისიც დამეთანხმება, რომ გავრილოვის სისხლიანი ღამე არ არის პირდაპირ კავშირში ლარის ამ მდგომარეობასთან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის დასაწყისიდან უფასურდებოდა და უკვე წლებია მძიმე მდგომარეობაშია, რაც მოქმედი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ლარი უკვე წლებია მძიმე მდგომარეობაშია იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ლარს წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ისედაც გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, მაისში, მაშინ როდესაც ტურისტების ნაკადი უფრო დიდი იყო, მათ შორის რუსეთიდან და არც ავიამიმოსვლაზე იყო ემბარგო და არც პუტინს ჰქონდა დაანონსებული შესაძლო სანქციები, ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ივნისში ანუ სხვაგან უნდა ვეძებოთ პრობლემა.შესაძლოა, ტურიზმში წელს ისეთი ზრდა არ გვქონდეს, როგორიც 2018 წელს იყო 2017 წელთან შედარებით, მაგრამ ზრდა მაინც იქნება, ამიტომ მთლიანად ტურიზმს ამას ვერ დავაბრალებთ, ვერ დავაბრალებთ ვერც ფულად გზავნილებს, ერთადერთი ახსნა აქ არის ინვესტიციები და მეორე ფაქტორი, რომელსაც მცირე გავლენა აქვს, შეიძლება იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა“, -აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა მთავრობის მიმართ უნდობლობაა, გამოსავალი კი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა.

„მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ ახლა გვაქვს არის მთავრობის მიმართ ნდობის არარსებობა, რომ ამ მთავრობას რამეს გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება იმას თუ რა არის გასაკეთებელი, გასაკეთებელია სამართლიანი სასამართლო, ნაკლები რეგულაცია და შესამცირებელია გადასახადები. ამ ყველაფრის კეთება ახლავე რომც დაიწყოს, მთავრობას შედეგი მაინც არ იქნება. როგორც კომპიუტერს ანტივირუსი უნდა გავატაროთ, ახლა ანტივირუსი ვერ უშველის, კომპიუტერი უნდა გადაიტვირთოს თავიდან. ანუ თუ არჩევნების შედეგად არ შეიცვალა ხელისუფლება, იმდენად აქვს ნდობა დაკარგული, რომ შეუძლებელია ამ მთავრობამ ნდობა აღიდგინოს“, -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარები

2019-07-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია – თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს

შემდეგი სტატია

საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდება, სანამ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

მსგავსი სტატიები

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება

19 აპრ 2018
სალომე ზურაბიშვილის და ლევან ვასაძის მერე ვიხილეთ ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა

სალომე ზურაბიშვილის და ლევან ვასაძის მერე ვიხილეთ ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2019

ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა

13 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge