NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

24 ივლ 2019 საინტერესო 506 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით”, – განაცხადეს პროკურატურაში.

კომენტარები

TOP 2019-07-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილზე – რაც თქვა, თუ ეს მართალია, საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება, მაგრამ ამბობს ჰაერზე და გიჟი თავისუფალია

შემდეგი სტატია

ხელისუფლებამ დათმო ენერგოსუვერენიტეტი და გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან

მსგავსი სტატიები

What Does Correspondence Mean in Math? <p></p>

19 მარ 2020

How to Write an Effective Essay help Service

14 თებ 2021
რენესანსის სკულპტურებს თანამედროვე ელემენტები, რომ დავუმატოთ…

რენესანსის სკულპტურებს თანამედროვე ელემენტები, რომ დავუმატოთ…

04 იან 2018

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge