ირაკლი ოქრუაშვილი მილიონებზე ისე ლაპარაკობს, გეგონება საჯარო მოხელე კი არა, დიდი მაგნატი იყო იმ პერიოდში, როცა უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელე. სულ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ირაკლი ოქრუაშვილი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის თემა მისთვის სანდო არ არის.
“არ შეიძლება ადამიანი თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან შვიდ მილიონ დოლარს აფრიალებდეს ჰაერში და ამტკიცებდეს, რომ მან იყიდა “რუსთავი 2″ და არა ხალვაშმა. ეს რაღაც აღიარებას , თვითლუსტრაციას ჰგავს. ვნახოთ, ესეც უნდა დადასტურდეს, საექსპერტო შეფასებები სჭირდება დოკუმენტს, რომელიც მან წარმოადგინა, მაგრამ ოქრუაშვილი ნამდვილად არ ჩანს იმ სანდო ფიგურად, რომელიც რეალურად შეიძლება ამ თამაშში რეალურად ღებულობდეს მინაწილეობას”,-აცხადებს ვოლსკი
კომენტარები