NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას აცხადებს და ქიბარ ხალვაშს უჩივის

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას აცხადებს და ქიბარ ხალვაშს უჩივის

19 ივლ 2019 პოლიტიკა 1027 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უჩივის.

ოქრუაშვილის სახეით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს მისმა ადვოკატმა შეიტანა. ოქრუაშვილი ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზოდელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.

„ჩვენ უკვე გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილია ბატონი ხალვაშის ხელმოწერა, მაგრამ ვინაიდან მეორე მხარემ ეს სადავოდ გახადა, აღნიშნული დოკუმენტი სასამართლომ ბატონი ხალვაშის მოთხოვნით 2018 წლის ნოემბერში გაგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაგრამ ბატონი ქიბარი დღემდე არ მისულა ექსპერტიზაზე, რომ დატოვოს შესადარებელი ხელმოწერის ნიმუშები,“-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას.

„ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რაიმე მოქმედება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. ეს პირობა რა თქმა უნდა, დარღვეულად ითვლება იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ქიბარ ხალვაშის ქმედებები შეთანხმებული არ ყოფილა,“ – აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი სასესხო ურთიერთობებზეც საუბრობს, რომელიც არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დავალიანება ჰქონდა, რომელიც 2015 წლამდე უნდა გადაეხადა, რაც არ იქნა გადახდილი და ოქრუაშვილმა სასამართლოს მიმართა ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

კომენტარები

2019-07-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

შემდეგი სტატია

ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

21 აგვ 2018

უსუფაშვილი: ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge