NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა

ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა

19 ივლ 2019 პოლიტიკა 1101 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანა დოლიძე უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე სასამართლოს ნაწილი. შესაბამისად, ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არა, ობიექტური. არის შემთხვევა, როდესაც გაიპარა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად წავიდა, დატოვა ასეთი მნიშვნელოვანი სხდომა – უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებს განუხცადა.

მეთოფიშვილი მიიჩნევს, ჯანეზაშვილი და დოლიძე “გარკვეული პოლიტიკოსების დავალებას ასრულებენ “.მისი თქმით, თუ ვისგან იღებენ დავალებას, ვერ დააკონკეტებს, რადგან ეს მისგან პოლიტიკაში ჩარევად აღიქმება.სერგო მეთოფიშვილის თქმით, პოლიტიკა იუსტიციის საბჭოდან წლების წინ გავიდა,მ აშინ როდესაც საბჭოს წევრები დეპუტატები იყვნენ.

“საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს იუსტიციის საბჭო ასეთი ღია ფორმით და ასეთი გასაუბრებით ირჩევს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი პროცესია და ამ დროს, იუსტიციის საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს და მიდის. გააჩნია სად მიდის. დღესაც საბჭოს ერთ-ერთი წევრი აგვიანებს.ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს შეემთხვეს და გარკვეული ობიექტური მიზეზებია გამო სხდომაზე დააგვიანოს ან არ მოვიდეს,მაგრამ როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ტოვევს, იპარება საბჭოს სხდომიდან და ერთ-ერთ მედიაში მიდის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს ადამიანი ანა დოლიძეა. ვნახეთ, თუ სად იყო გუშინ, მაშინ როცა საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანს არ აინტერესებს მართლმსაჯულება. ვისაც აინტერესებს მართლმსაჯულება, მათ შორის საზოგადოებას, ის საზოგადოება ამას უყურებს. მე არ ვამბობ, რომ ანა დოლიძე გუშინ უმნიშვნელო საკითხზე იყო დებატებში, არა, მაგრამ რისთვისაც ხელფასს უხდიან და თუ ის ნამდვილად არის საბჭოს წევრი,ის უნდა იყოს მართლმსაჯულების ნაწილი და აქ უნდა იყოს. ის გუშინ აქ არ იყო.

ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არა ობიექტური. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ნათლად დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ გაიპარა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად და დატოვა ასეთი მნიშვნელოვანი სხდომა- უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი” , – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება,რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვა დაჩქარებულად მიმდინარეობს.

კომენტარები

იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატები პროცესი დატოვა უზენაესი სასამართლო 2019-07-19
ირაკლი შალიკაშვილი
Tags იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატები პროცესი დატოვა უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას აცხადებს და ქიბარ ხალვაშს უჩივის

შემდეგი სტატია

სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი

მსგავსი სტატიები

რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის

რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2021
ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

ირაკლი შალიკაშვილი 08 თებ 2021
ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაციაშერყეული სისტემის შიგნიდან

ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაციაშერყეული სისტემის შიგნიდან

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge