სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ეხმაურება.
სოფო კილაძე ხელისუფლების ოპონენტებს აკრიტიკებს, რომლებმაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო ან სხვა რაიმე მსგავს ნონსენსს, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ყოველთვის, გადაწყვეტილებისას ერთ-ერთი მხარე არის უკმაყოფილო, ამ შემთხვევაში, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა კონვენციასთან. აქედან გამომდინარე, მე სიმართლე გითხრათ ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია და მათთან აფელირებული პირები, რომ საქმეში კიდევ რაღაც დამატებით დაინახონ სხვადასხვა საფუძველი არასწორი და არასამართლებრივი. ძალიან საოცარი არის, სიმართლე გითხრათ. როდესაც ჩვენი ოპოზიცია თავს დებს იმაზე, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია არიან და დასავლური ორიენტაციის პარტია არის, მაგალითად, ენმ და იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მართლაც ორმაგი სტანდარტიც აღარ არის უკვე,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომენტარები