NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის არეული ინტერვიუ – რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის არეული ინტერვიუ – რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

17 ივლ 2019 პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილიაცხადებს, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასგადაეფარა და ფაქტობრივად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში. იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა.

საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, აღარ აქვს ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო, საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის ქვეყანა, საქართველო ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, ძალიან სწრაფად წავა წინ თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენგანის შვილების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნებია ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

არეული ინტერვიუ მაგარი ქვეყანა დავუტოვე 2019-07-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არეული ინტერვიუ მაგარი ქვეყანა დავუტოვე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, პარტიის ზედა ეშელონი საქმის კურსში არის ხოლმე” – ბესელია ივნისის სისხლიან ღამეზე ივანიშვილის განცხადებას აფასებს

შემდეგი სტატია

ნაცმოძრაობა არის მე-5 კოლონა, რომელიც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლებავ! …ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“

“ხელისუფლებავ! …ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2020
„ეს ხე უნდა გახდეს სიმბოლო იმისი, რომ ხალხის ძალა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ხელისუფლება“

„ეს ხე უნდა გახდეს სიმბოლო იმისი, რომ ხალხის ძალა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ხელისუფლება“

04 აპრ 2018
გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

  • საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

    თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

  • მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

    მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

  • ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

    ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

  • კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

    კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge