NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

17 ივლ 2019 საინტერესო 730 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიისთვის.

„საქართველო ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სუპერ-საპრეზიდენტოდან გაცილებით სტაბილურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა იოლი არ იყო. მანამდე არსებული კონსტიტუციური სტრუქტურა არასაიმედო იყო და არ გააჩნდა ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.

საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გვწამს, რომ მომავალში უფრო სტაბილურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემას უზრუნველყოფს“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ“, – მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

TOP გადასვლის გადაწყვეტილება პროპორციული სისტემა სტაბილურობა 2019-07-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გადასვლის გადაწყვეტილება პროპორციული სისტემა სტაბილურობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ მხარს ვუჭერთ რომ შეწყდეს ეს პროცესი,”-ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილი შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება – ეს სიბრიყვეა, ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან

მსგავსი სტატიები

ნარჩენებისგან შექმნილი ულამაზესი 3D სკულპტურები

ნარჩენებისგან შექმნილი ულამაზესი 3D სკულპტურები

23 ნოე 2017

How to Select the Finest College Paper Writing Service?

ნაგულისხმევად საიტისათვის 21 აგვ 2021

Locating a Chinese Partner For Sale Over the internet

ნაგულისხმევად საიტისათვის 05 თებ 2021

უახლესი ამბები

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge