„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, პარტიის ზედა ეშელონი საქმის კურსში არის ხოლმე,“ – ეს განცადება საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა.
ეკა ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ზედა ეშალონები ერთვებიან ხოლმე.
„ზუსტად არ ვიცი, იმ ღამეს იყო საქმის კურსში თუ მეორე ღამეს ჩააყენეს საქმის კურსში პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ რასაკვირველია, ის მოგვიანებით მაინც საქმის კურსში იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე, როდესაც საჭირო ხდებოდა სხვადასხვა დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, როგორც წესი, ამ გადაწყვეტილებას მინისტრი იღებს, მაგრამ ის მარტო არ იქნებოდა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები