NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება

კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება

17 ივლ 2019 პოლიტიკა 412 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემჟურნალისტებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისას მაღალია იმის ალბათობა, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

„შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით თან ნულოვანი ბარიერის პირობებში. ასეთ დროს ბუნებრივია ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები. ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, მანამდე კი ქვეყანას ტექნიკური მთავრობა ეყოლება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს კონსტიტუციით და კანონით შეუძლებელია.

„ასეთი რამ ორჯერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. იმისთვის, რომ არასოდეს აღარ განმეორდეს ასეთი რამ საქართველოში, ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ საგანგებო ცვლილება. კონსტიტუციაში წერია, რომ კანონითაც კი არის დაუშვებელი, ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება. შესაბამისად, ვინმე ასეთ რამეს თუ განიზრახავს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, როგორც ეს დადგენილია კონსტიტუციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კოალიციური მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნება 2019-07-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კოალიციური მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გვაქვს ამბიცია და “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს

შემდეგი სტატია

“პატრიოტთა ალიანსი” თუ ყოფილი თანაგუნდელები – ვისთან შექმნის “ოცნება” კოალიციას

მსგავსი სტატიები

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება“

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება“

03 ივლ 2018
პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ყველა რეგულაცია ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მიიღება” – “ვისოლის” პრეზიდენტი

პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ყველა რეგულაცია ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მიიღება” – “ვისოლის” პრეზიდენტი

ირაკლი შალიკაშვილი 22 ოქტ 2019
ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო – გიორგი კაკაურიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო – გიორგი კაკაურიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge