„რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ალბათ, კი და ეს ასეც იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იყო. ერთადერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მოაფიქრდება, ილაპარაკოს ღამით დაშლის პარალელურად, პარტიის ხელმძღვანელთან კონტაქტზე,“ – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ინფორმირების გარეშე.
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იქნებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20-21 ივნისს შუაღამეს ის ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა.
„ჩვენ თუ არასწორად დავსვამთ საკითხს, პასუხიც არ შეიძლება, იყოს სწორი. თუ არასწორად დავსვამთ საკითხს, პასუხიც იქნება არარეალური. მართალი რომ ვიყოთ საზოგადოების წინაშე, ასეთი პასუხი რომ გაგცეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კითხვა არ ისმის დაშლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიციელების მიმართ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. გულწრფელად არასერიოზულად მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ საქმის კურსში იყო იმ წუთში და რაღაცებზე ან მითითებას იძლეოდა. არ ვიცი დეტალები, მაგრამ არ მგონია, რომ იმავე ღამეს იმ წუთიერად და მყისიერად პარტიის ხელმძღვანელი ყოფილიყო საქმის კურში. პარტიის ხელმძღვანელი კი არა, სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება უფლებამოსილი და კომპეტენტური იყო და არ იმყოფებოდა ადგილზე, შეუძლებელი იყო ფიზიკურად, საქმის კურსში ჩამდგარიყო, თუ არ იქნებოდა პარლამენტის შენობაში ან შენობასთან. შეუძლებელი იყო და ამაზე აქცენტების გადატანა არასერიოზულია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები