NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დასტურდება, რომ იუსტიციის საბჭოში „კლანია” და ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას

დასტურდება, რომ იუსტიციის საბჭოში „კლანია” და ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას

16 ივლ 2019 პოლიტიკა 954 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიცის საბჭოს დღევანდელი დღის წესრიგი ადასტურებს იმას, რომ “კლანია” იუსტიციის საბჭოში, რომ ეს ხალხი ლობირებს თუნდაც მოსამართლე ილონა თოდუას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონა თოდუა ვერ მოხვდებოდა დღეს, ასე სწრაფად, დღის წესრიგში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ჯანეზაშვილი გამოეხმაურა საბჭოს ფორმატსა და სხდომას, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა ესწრება. სხდომაზე კი ერთ-ერთ საკითხად განიხილება ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,

რომლის თანახმადაც მოსამართლე ილონა თოდუამ მის სახელზე გაფორმებული საცხოვრებელი ბინა 2014 წელს დედამისს გადაუფორმა, ამის შემდეგ კი, სადაც საცხოვრებლად გადავიდა იმ ბინის თანხას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უხდიდა.

“დასტურდება, რომ “კლანია” იუსტიციის საბჭოში , რომ ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თოდუა ვერ მოხვდებოდა დღეს ასე სწრაფად იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგში, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ხვალ უკვე ვიწყებთ გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს, იმისათვის რომ თავისი ხალხი, ილონა თოდუები და სხვები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად იხილონ. როგორც ჩანს არის,რაღაცა ფსონი დადებული ადამიანზე, მიხეილ ჩინჩალაძეს და მის ხალხს აწყობს, სწორედ ილონა თოდუას მსგავსი ადამიანები.

თოდუა 4 წელი იყო იუსტიციის უამღლესი საბაჭოს წევრი, მას ფაქტობრივად, ხმა არასდროს ამოუღია. მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი, როგორ მიდოდა პროცესი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც სიჩუმით, (როგორც ახლა დღეს ზაზა ხარებავა გვყავს) სარგებლობდა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ჯანეზაშვილი ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეწყვიტოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და კონკურსი ხელახლა გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ილონა თოდუაც არის.

კომენტარები

იუსტიციის საბჭო კლანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 2019-07-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags იუსტიციის საბჭო კლანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Adjarabet.com ფილმს იღებს

შემდეგი სტატია

ის, რომ მხოლოდ ერთი სამართალდამცველია დაკავებული 21 ივნისის შემდეგ, ყველაზე დიდი დანაშაულია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარალამენტის დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით მირეი კლაპოსს შეხვდა

საქართველოს პარალამენტის დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით მირეი კლაპოსს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018
პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
“იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება”

“იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება”

ნინო ჩხეიძე 28 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge