„საქართველოს კაპიტალმა“ საგანმანათლებლოსექტორში კიდევ ერთი პარტნიორობის შეთანხმება„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან“ გააფორმა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ და „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.
დღეს, „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ ერთ–ერთიწამყვანი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში.„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ 2000 წელსდაარსდა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით, ხოლო 2009 წლიდან წარმატებით იყენებს ინგლისში დაფუძნებულ „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ ბრენდსა და ბრიტანულ სასკოლო მოდელს.
ამჟამად სკოლას 700-მდე მოსწავლე ჰყავს. სკოლა წყნეთში, 5 ჰექტარზეა განთავსებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ტყის მასივის შუაგულში მდებარეობს. ტერიტორიაზე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობებს, როგორებიცაა: ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ხელბურთი და ცხენოსნობა. „ბაქსვუდისსაერთაშორისო სკოლა“ ყოველ სემესტრში წარჩინებულ მოსწავლეებს დიდ ბრიტანეთში სპეციალურ სასწავლო პროგრამაზე გამგზავრების შესაძლებლობას აძლევს.
„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“ და„საქართველოს კაპიტალი” არსებული სკოლისგაფართოებას და თბილისის მასშტაბით ერთი ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავენ. მშენებლობისდასრულების შემდეგ, ორი სკოლა ჯამში 2,200მოსწავლის მიღებას შეძლებს.
ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაგენერალური დირექტორი:
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოსკაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი პარტნიორული შეთანხმება „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან“ გააფორმა. „საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს ქვეყნის წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას გაფართოებასა და გაძლიერებაში.“
სანდრო ვაშაკიძე „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის“ დირექტორი:
„მოხარულები ვართ რომ „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ“ და „საქართველოს კაპიტალმა” პარტნიორული შეთანხმება გააფორმეს. ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ შევძლებთ გავაუმჯობესოთ და გავაფართოვოთ როგორც სკოლის ინფრასტრუქტურა,ასევე, სასწავლო პროგრამა. ღრმად გვწამს, რომ„საქართველოს კაპიტალთან“ თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება როგორც ბაქსვუდის სკოლისათვის, ასევე ზოგადად ქვეყნის საგანმანათლებლო სექტორის განვითარებისათვის”.
კომენტარები