NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»სამსუნგმა და ერისიონმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამსუნგმა და ერისიონმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

12 ივლ 2019 საინტერესო 155 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიასა“ და ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.

„უდაოდ დიდი მნიშვნელობის დღეა, რადგან ეს არის საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ანსამბლის კიდევ ერთი აღიარება და მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ანსამბლის კეთილდღეობაზე, სასიხარულოა, რომ ამ საქმეში პასუხისმგებლობას უკვე კერძო სექტორი იღებს თავის თავზე. ამ მხრივ ძალიან მადლობელი ვართ კომპანია სამსუნგის, რომლის დახმარებითაც ანსამბლს ძალიან მალე განახლებული კოსტიუმები ექნება. ეს არ არის მხოლოდ დახმარება ეს არის ინვესტიცია, რომელიც ერისიონის კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობა იქნება. რაც მთავარია ეს არის გზავნილი მთლიანად კერძო სექტორისთვის, რომ მეგობრებო, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ისტიტუციებს ხელი შვუწყოთ“, – განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სამსუნგის კავკასიის კომპანიის დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა მოაწერეს ხელი.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა, რადგან შედგა თანამშრომლობა სამსუნგსა და ერისიონს შორის. კომპანია სამსუნგი საქართველოში 2006 წლიდან, ანუ უკვე 13 წელია რაც მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვიღებთ ჩვენი ქართველი მომხმარებელბისაგან და დღეს ამ ნაბიჯით  გვინდა უკან დავუბრუნოთ სიყვარული მათ, იმ მხრივ რომ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას, რომელიც ძალიან მდიდარი და ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით. იმედი მაქვს ეს პროექტი წარმატებული იქნება და კომპანია სამსუნგი წვლილს შეიტანს ქართული კულტურის განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში“, – აღნიშნა ჯეისონ ლიმ.

მემორანდუმის ფარგლებში „სამსუგნი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს ერისიონის სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.

„ასეთი გლობალური და ცნობილი ბრენდის მხარდაჭერა ძალიან სასიხარულო ამბავია არა მარტო ერისიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მათი დახმარებით მოხდება ანსამბლის კოსტიუმების სრული განახლება. ახლიდან შეიკერება საკონცერტო და სარეპეტიციო კოსტიუმები, რომელთა ავტორი დიდი მერაბ ბერძენიშვილია. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენთვის, ისე ქართული კულტურის ისტორიისთვის“, – განმარტა შერმანდი ჭკუასელმა.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135–წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წლეს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნეს.

„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა. „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ორგანიზებით გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

კომენტარები

TOP 2019-07-12
ირაკლი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუშინდელი განცხადებების შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი, რაც მალე, მით უკეთესი

შემდეგი სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს გაუზიარებს

მსგავსი სტატიები

თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

ირაკლი 24 ნოე 2019
ყველაზე უხერხული მომენტები “Disney-ის” მულტფილმებიდან

ყველაზე უხერხული მომენტები “Disney-ის” მულტფილმებიდან

15 ნოე 2017
ცნობილი ანიმაციური ფილმის მესამე სერიის ტრეილერი საინტერესო თავგადასავალს გვპირდება

ცნობილი ანიმაციური ფილმის მესამე სერიის ტრეილერი საინტერესო თავგადასავალს გვპირდება

20 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge