NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

12 ივლ 2019 საინტერესო, ჯანმრთელობა 5592 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიბოს დიაგნოსტირების უნიკალური მეთოდი PET/CT ინერგება

პეტ კტ ეს არის ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდი, არაინვაზიური სადიაგნოსტიკო საშუალება, რომელსაც მეცნიერები ონკოლოგიაში კვლევის ოქროს სტანდარტს უწოდებენ. ამ კვლევის შედეგად თითქმის 36 პროცენტით იცვლება მკურნალობის ტაქტიკა. მის გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.  

სიმსივნური დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება აღნიშნული ტექნოლოგია, რომელიც ორგანიზმში ზუსტად განსაზღვრავს სიმსივნის კერის მდებარეობასა და აქტიურობის ხარისხს.

რა ეტაპზეა შესაძლებელი კვლევის ჩატარება?

პეტ კტ (PET/CT) ტომოგრაფია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დიაგნოსტირებისთვის პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობის პროცესსა და მისი დასრულების შემდეგაც.

პეტ კტ იძლევა უზუსტეს ინფორმაციას პათოლოგიური უბნების მეტაბოლური ცვლილებებისა და ანატომიური მდგომარეობის შესახებ.

პეტ კატეთი სრულიად შესაძლებელია უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა, ონკოლოგიური დაავადების სტადიის დადგენა. ამავდროულად გამოიყენება  ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგების შესაფასებლად.

პეტ კტ კიბოს დიაგნოსტირების სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ სიმსივნის დიაგნოსტირების დროს, მისი საშუალებით სიმსივნის გავრცელების ყველაზე ზუსტი ანატომიური და ფუნქციური გამოსახულება, სურათი მიიღება.

რითი განსხვავდება პეტკატე სხვა კვლევებისგან?

სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, დაავადების ადრეულ სტადიაზე, მაგალითად, შესაძლებელია სიმსივნის აღმოჩენა მაშინაც კი, როცა ჯერ კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება და პაციენტს სიმპტომი/სიმპტომები არ აწუხებს.

მიეკუთვნება ფუნქციური კვლევის მეთოდს და გვიჩვენებს მეტაბოლურ ცვლილებებს ორგანიზმში.

რა ორგანოებს იკვლევს პეტკატე?

პეტკატე ადამიანის ორგანიზმს მთლიანად იკვლევს. ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიაში, თუმცა ბოლო წლებში დარეგისტრირდა ბევრი ახალი იზოტოპი, რომლის საშუალებითაც ხდება გულისა და ნერვული სისტემის უფრო დეტალური და ფუნქციური გამოკვლევა. გულის შემთხვევაში შესაძლებელია იშემიის ხარისხის განსაზღვრა, ნევროლოგიაში კი გვეხმარება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებაში:

  • დემენციები;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გულყრის სხვადასხვა ფორმა;
  • თავის ტვინის სიმსივნეები.

პეტკატეთი შესაძლებელია:

  • ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა;
  • მეტასტაზური პროცესის პირველადი კერის დადგენა;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება;
  • ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის ეფექტურობის შეფასება;
  • აუცილებელია მაშინაც, როცა ბიოფსიისთვის საჭირო ლოკალიზების შერჩევაა საჭირო;
  • აუცილებელია როგორც დიაგნოსტირებისთვის, პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობისა და მკურნალობის დასრულების შემდეგაც;
  • გვეხმარება სხივური თერაპიის დაგეგმარებაში და სხვა.

მისი სისტემა გულისხმობს ერთდროულად ორი კვლევის, პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას. ამგვარად გამოსახულებები მიიღება ერთდროულად და საბოლოოდ კი ორივე კვლევის მონაცემთა შეჯამება ხდება.    

სულ მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამუშავდება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პეტკატე და შესაბამისად, კლინიკა უახლოეს პერიოდში შეძლებს პაციენტების მიღებას. საქართველოში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ ამ უმნიშვნელოვანესი კვლევის ჩასატარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება და საკუთარ სამშობლოშივე ისარგებლებენ ამერიკულ–ევროპული სტანდარტის მკურნალობით.

კომენტარები

TOP 2019-07-12
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იწყებს არა სისხლის სამართლის დანაშაულზე, არამედ დრამაზე მუშაობას

შემდეგი სტატია

ვითარება დავით გარეჯში – ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ”ძალა ერთობაშია”-ს წევრები პატრულირებდნენ

მსგავსი სტატიები

Group Health Promotion

02 სექ 2020

კომფორტის ზონაში, სადაც თავისუფლად ყოფნა სოციალური ნორმაა

16 ოქტ 2017

The historical past of mathematics extends back to ancient instances as well as beginnings of having to pay in the Neolithic

07 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge