NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას

პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას

12 ივლ 2019 პოლიტიკა 680 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს.

„კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არც ერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან. ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

გაბედულება პრინციპულობა სიმტკიცე 2019-07-12
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გაბედულება პრინციპულობა სიმტკიცე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნიკორა“ ბაქოშია

შემდეგი სტატია

გიორგი გახარიას 6 ტყუილი – გიგა ბოკერია შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

მსგავსი სტატიები

პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთპარტიული ხელისუფლება გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მე, სულ რომ რუსთაველის გამზირზე ვიდგე მომდევნო 3-4 წელი

პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთპარტიული ხელისუფლება გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მე, სულ რომ რუსთაველის გამზირზე ვიდგე მომდევნო 3-4 წელი

ირაკლი შალიკაშვილი 18 ნოე 2020
გიორგი გახარიას არაფერი დაუდასტურებია ირიბად – იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება

გიორგი გახარიას არაფერი დაუდასტურებია ირიბად – იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 17 იან 2020

ახალი ფრაქციების „ქართული ოცნება“ ძლიერი ეკონომიკისთვის“ და „ქართული ოცნება“ ძლიერი საქართველოსთვის“ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

27 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge