NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას – დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია

მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას – დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია

09 ივლ 2019 პოლიტიკა 938 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული, რომელიც შეძლებს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს მათი დამცველის იმიჯი, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თუნდაც პოლიტიკური რყევებისგან. ხაზარაძეს ამის რესურსი აქვს, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის თაობაზე.

ლაგაზიძის შეფასებით, ხაზარაძეს შეუძლია, რომ მოსახლეობას ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს.

პოლიტოლოგის თქმით, ქვეყანაში დრო და ნიშა ახლა ხაზარაძისთვის ძალიან ხელსაყრელია.

„იმას, თუ რა შანსები აქვს მამუკა ხაზარაძეს და მის სამოქალაქო მოძრაობას, დიდწილად განაპირობებს დღეს შექმნილი ფონი. ფონი არის ასეთი: ჩვენ ვცხოვრობთ რევოლუციური სცენარის პირობებში. მეორე – იმდენად დაძაბულია სიტუაცია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაც არის და მესამე – იმ ხალხს, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავისი ფავორიტი არ ჰყავს, „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება. 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ძალას მიესალმება. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის ეშინია, პოლიტიკური ძალის სახით უსაფრთხოების ქოლგა სჭირდება. ეს არის ის ხალხი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. არა იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ან „ქართული ოცნება“ ეხატებათ გულზე, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის შეეშინდათ. ამიტომაც ამისგან თავის დასაცავად ერთადერთი პოლიტიკური ძალა ეგულებოდათ „ქართული ოცნება“.

„უსაფრთხოების ქოლგის“ როლს „ქართული ოცნება“ ვეღარ ასრულებს. ის პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული, რომელიც შეძლებს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს მათი დამცველის იმიჯი, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თუნდაც პოლიტიკური რყევებისგან. ხაზარაძეს ამ ნიშის შევსება შეუძლია, ამის რესურსი აქვს. მას ბრძოლას დაუწყებს ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მას მოსახლეობას შეუძლია ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს. ნიშა და დრო მისთვის ახლა ძალიან ხელსაყრელია,“ – განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

„დამცველის“ იმიჯი რესურსი საზოგადოებაში 2019-07-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags „დამცველის“ იმიჯი რესურსი საზოგადოებაში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხაზარაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, თუ რა მიზნები ექნება

შემდეგი სტატია

ოცნების” მავნებლურმა, რუსეთზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის დასუსტება-

მსგავსი სტატიები

ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები სუსის მიყურადების ქვეშ არიან

ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები სუსის მიყურადების ქვეშ არიან

ირაკლი შალიკაშვილი 16 სექ 2021

გვითხრეს, თუ გვსურს, საქართველოს დასავლეთთან პრაქტიკული ხიდი აკავშირებდეს, ანაკლიის პროექტი არ უნდა შეფერხდეს – სამოქალაქო სექტორი აშშ-ს მკაცრ გზავნილებს აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2019

„ახლა დაპატიმრებას ვეღარ ბედავენ, იმდენი ხალხი გამოვიდა, ციხეს დაშლიან აგურებად“

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge