ივანიშვილი ნახავს, რომ გახარიას ხანგრძლივად შენარჩუნება მის პრობლემებს კიდევ უფრო დაამძიმებს – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი.
მისი თქმით, ის რაც მეორე დღეა პარლამენტის წინ ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძისა და აბაშიძის მეთოდს, რომლებმაც 2003 წელს,პარლამენტის წინ აჭარიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები ჩააყენეს კორდონში.
„როგორც ჩანს მშვიდობიანი პროტესტი უქმნიდა დისკომფორტს ბიძინა ივანიშვილს, მან გადაწყვიტა იგივე ხრიკი და ტრიუკი ჩაატაროს რაც გააკეთა ბასიანზე, როდესაც თავის რაინდები მოიყვანა და აქცია დაშალა. მაგრამ ჩვენ ჩვენი სიჯიუტით მივაღწევთ მოთხოვნების შესრულებას, ეს არის გახარიას დაბრუნდება.
ივანიშვილმა მთელი საქართველო ჩააბრუნა ასლან აბაშიძის და შევარდნაძის პერიოდში. რაც ახლა ხდება მახსენებს, როდესაც აჭარიდან ჩამოიყვანეს საჯარო მოხელეები და აქ ჩააყენეს,“-ამბობს ირმა ნადირაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს ახალგაზრდების პროტესტი ჩაშალოს. მინაშვილის თქმით, ახალგაზრდებთან ეს მცდელობა არ გამოუვათ.
„მთელი ამ ღამის განმავლობაში იყო მცდელობა ჰომოფობიური აგრესიული ჯგუფების თავდასხმების, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა და ზეწოლა არის, ეს ახალგაზრდები დგანან მტკიცედ და გააგრძელებენ ასე, ვიდრე გახარია არ გადადგება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს სუს-მა თუ პოლიციის თანამშრომლებმა,“-ამბობს მინაშვილი.
კომენტარები