NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ

წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ

08 ივლ 2019 პოლიტიკა 916 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟუნალისტებს განუცხადა.

ის გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკვშირებით პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

„გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის უბრალოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ამ ყველაფგრის გამოძახილი. ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა რეაგირება შეიძლება სახელმწიფოს კერძო ტელეკომპანიის განცხადებაზე ჰქონდეს, კობახიძე პასუხობს, რომ პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

„რეაგირების ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტებია, მტრული პოლიტიკური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა რეაქციის ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.

ჩვენ თუ დავუპირისპირდებით „ნაცმოძრობას“ ადეკვატურად, ეს არათუ საფრთხეს არ შეუქმნის არაფერს, პირიქით, წაადგება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინეს ასეთი მყისიერი რეაგირება როცა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვი იხილეს, კობახიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებამ მაშინაც მყისიერად იმოქმედა.

„ეს არის არასწორი და თქვენც კარგად იცით. მყისიერი იყო რეაქცია იმასთან დაკავშირებით, ვის სკამზე იჯდა გავრილოვი, უმრავლესობის წვერების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან. რეაქცია იყო მყისიერი და რეაქცია იყო პირველი. ჯერ რეაქცია გაკეთდა უმრავლესობის მხრიდან, შემდეგ გაკეთდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. იქაც იყო რეაქცია მყისიერი, აქაც იყო რეაქცია მყისიერი. მმართველმა გუნდმა შესაბამისი განცხადება გააკეთა მყისიერად. სადაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს და ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, თითოეულ შემთხვევაში, რეაქცია გვექნება მყისიერი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ეფერებოდა, რათა მათთვის პრორუსის იარლიყი არ მიეკერებინათ.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, ასეთი არის ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არამხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება. მათ შორის, პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარდგენა ისეთ ინიციატივებს, რომელიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ ჩვენთვის არ მოეწებათ პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. მათი პოლიტიკის შედეგი იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ამის შედეგი იყო ასეულობით ადამიანი დაღუპული, ამის შედეგი იყო ასიათასობით დევნილი ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

2019-07-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომბლებით და მათრახებით სიარული არ მგონია, რომ ჯანსაღი ამბავი იყოს

შემდეგი სტატია

მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები

მსგავსი სტატიები

არჩილ თალაკვაძე აბასთუმნის ობსერვატორიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე – პოლიტიკური უმადურობა თუ არსებობს, სწორედ ეს არის

არჩილ თალაკვაძე აბასთუმნის ობსერვატორიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე – პოლიტიკური უმადურობა თუ არსებობს, სწორედ ეს არის

ირაკლი შალიკაშვილი 03 ოქტ 2019
გია ბარამიძე: ეს არჩევნები არ არის – ეს არის ფარსი

გია ბარამიძე: ეს არჩევნები არ არის – ეს არის ფარსი

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020
მამუკა ხაზარაძისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე – ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა

მამუკა ხაზარაძისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე – ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა

ირაკლი შალიკაშვილი 21 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge