NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! – ეს არასერიოზულია

როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! – ეს არასერიოზულია

08 ივლ 2019 პოლიტიკა 609 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მან ისაუბრა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების გამოხმაურებაზე და აღნიშნა, რომ გაბუნიას ქცევა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მთავრობას ამაზე სამარცხვინო რეაქცია ჰქონდა.

„გიორგი გაბუნიას ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან სამწუხაროა. როგორ უნდა აღმოჩნდე მტყუანი რუსეთთან?! მაგრამ მთავრობის სამარცხვინო რეაქცია ამ არასწორ ქცევაზე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გამოიყვანეს პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათთან ერთად მოქმედებს მთავრობა. მთავრობის სამარცხვინო რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი სამარცხვინო და საშიში გუნდია ხელისუფლების სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ თავს არიდებს პასუხისმგებლობას გავრილოვის ამ ქვეყანაში მოწვევისთვის და “გავრილოვის ღამის” მოწყობის გამო, რომელიც გადაეფარა და ცდილობს, აარიდოს პასუხისმგებლობას გახარია, რომელმაც “გავრილოვის ღამის” მოწყობისა და ბავშვებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გასცა”, – აღნიშნა კანდელაკმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული განცხადება გახდეს პროვოკაციის საბაბი რუსეთის მხრიდან, კანდელაკმა განაცხადა, რომ ამას რუსეთის დუმის წევრებმა თავად გასცეს პასუხი.

„როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის?! ეს ხომ არასერიოზულია. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეაქცია გააკეთოს ჟურნალისტის თუნდაც სულელურ საქციელზე, საერთოდ სასაცილოც აღარ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალკე მოიჭრა თავი მთელი ქვეყნისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა კანდელაკმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

კომენტარები

კრიზისი გამოიწვიოს 2019-07-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კრიზისი გამოიწვიოს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები

შემდეგი სტატია

“მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო” – მათიკაშვილი გაბუნიას მონოლოგზე

მსგავსი სტატიები

შსს-ში გამოკითხვაზე მივალ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შსს გამოკითხავს გახარიას – უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს

შსს-ში გამოკითხვაზე მივალ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შსს გამოკითხავს გახარიას – უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივლ 2019
შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

28 აპრ 2018

კახა კალაძე: ე.წ. პირბადეების აქცია კრეატიული იყო

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge