ხელისუფლებასთან ერთად მედიაზე თავდასხმის მოწოდებებით გამოდიან საქართველოში მოქმედი და კრემლიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. საქართველოში ევგენი პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკავებას ითხოვს.
„პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის დამგეგმავი და აღმსრულებელი პირი ამ პროვოკაციებისა, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული მიზეზები და მიზნებიც. ეს ქარის ქართული საზოგადოების დესტაბილიზაცია, ეს არის წყლის ამღვრევა ქვეყანაში. გიორგი გაბუნია არის დამნაშავე, გიორგი გაბუნიამ ერთა შორის შუღლი გააღვივა,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძემ „კურიერის“ ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა მას შემდეგ, რაც ნინო ვარძელაშვილმა დაუსვა კითხვა, თუ რა მუხლით უნდა დაიწყოს გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიება.
„ნიკოლოზ გვარამია და ყველა ის დამგეგმავი პირი, ორგანიზატორი, რომელიც მიზნად ისახავდა მასობრივ დესტაბილიზაციას ერთა შორის შუღლის გაღვივების მიზნით, უნდა მიეცეს პასუხისგებაში მუხლით, რომელიც მიმართული არის და გათვალისწინებული არის ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კომენტარები