NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»Made in Georgia – მალე ამ წარწერით დამზადებული ელექტრომობილები ევროპის და აზიის ბაზრებზე გაიყიდება

Made in Georgia – მალე ამ წარწერით დამზადებული ელექტრომობილები ევროპის და აზიის ბაზრებზე გაიყიდება

05 ივლ 2019 საინტერესო 1484 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თანამედროვე ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობას ქუთაისში Aigroup უზრუნველყოფს

ქუთაისში ელექტრომბილების წარმოება იწყება. ქართულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup-მა საწარმოს პროექტი უკვე წარადგინა. 100 ჰა ფაქრთობის ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. წარმოების დაწყებიდან 18 თვის ვადაში კი, ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

„ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

Made in Georgia – მალე ამ წარწერით დამზადებული ელექტრომობილები ევროპის და აზიის ბაზრებზე გაიყიდება. საწარმოს სრულად ამუშავების შედეგად ბაზარზე ყოველწლიურად 40 ათასი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს. პირველ ეტაპზე ქარხანაში 4 მოდელის ავტომობილის წარმოება იგეგმება, მათ შორის იქნება როგორც ეკონომ კლასის, ასევე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ელექტრომობილები. ქუთაისის საწარმოში შექმნილი ელექტრომობილები Aigroup-ის კიდევ ერთი პროექტის Aicar-ის მანქანების გაზიარების სერვისშიც ჩაეშვება. ქუთაისი მსოფლიოს მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება.

„ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც Aigroup -ის ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მთელი გუნდი ვმუშაობთ ამ მიმართულებით.  Aicar-ის პროექტის ფარგლებშიც მოხდება  საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების რეალიზება. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეკოლოგიურად სუფთად და კომფორტულად გადაადგილდნენ ქართული ელექტრომობილებით.  Aicar-ის მონაცემების გათვალისწინებით ელექტრომობილების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი მომხარებლები არიან კმაყოფილები. მგზავრობენ კომფროტულად და ეკონომიურად,“ – განმარტავს  კომპანია aicar-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ხუროძე.

კომპანია Aigroup -ის ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, კომპანია ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანთან“ პარტნიორობით.

 “დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაში. ვგეგმავთ, საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს, ამ დროისათვის ჩვენ უკვე დასაქმებული გვეყოლება 300-ზე მეტი ადამიანი.  სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნიის მასშტაბით. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა–პერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“– განაცხადა კახა გულედანმა.

ქართული ავტომობილის დიზაინი ამჟამად იქმნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინის სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია შექმნის: „ქართული ელექტრომობილის დიზაინი უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს აქვს. 100 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო იწყებს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას. მე პირადად ვარ ბედნიერი, ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული ამ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბუქ ელექტრომობილზე, რომელიც წარსდგება სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე“.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

TOP 2019-07-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების” წევრების ბიზნესი და კავშირები რუსეთთან – ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატებს ასახელებს

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა

თამუნა 12 აგვ 2020
პოლიციის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს

პოლიციის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2021

უცნაური ნარდის სათამაშო დაფა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge