NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თქვენ გჯერათ, რომ სპეცრაზმელებს გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ?

თქვენ გჯერათ, რომ სპეცრაზმელებს გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ?

04 ივლ 2019 პოლიტიკა 843 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის მტკიცებით, თუ 20-21 ივნისის მოვლენებში მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება გამოკვეთს, მათ თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და “სკამებს არავინ გამოეკიდება”.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ და ძალის გადამეტების თვალსაზრისით იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი”,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე: როგორ აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ სპეცრაზმელები თვითნებურად მოქმედებდნენ და სჯერა თუ არა კახა კალაძეს, რომ თვითნებურად გამოიყენეს იარაღი სპეცრაზმელებმა? დედაქალაქის მერმა კითხვითვე უპასუხა:

„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ? როგორ შევაფასოთ, რა დავარქვათ იმას, რომ 2-3 საათის განმავლობაში სცემდნენ პოლიციელებს? მითხარით, რა დავარქვათ ამას?! ყველაფერი თანმიმდევრულად ხდებოდა.იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იდგა, ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ წინ და მაინც ხდებოდა მათი ცემა. რა დავარქვათ ამას? ის ცალკეული შემთხვევები, რაც ვნახეთ, არის უმძიმესი და ამას გამართლება არ აქვს, რასაც გამოძიება დაადგენს.

გამოძიება დაადგენს რეალურად რა მოხდა. კანონზე მაღლა არ დგას არავინ, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. არ უნდა მოვერიდოთ ამას. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი”,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პროკურატურამ მყისიერად დაიწყო გამოძიება და 10 პირია გამოკვეთილი.

“დაველოდოთ, ყველაფერი იქნება ცხადი და ნათელი”,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს, კალაძე აცხადებს, რომ სკამებს ჩაჭიდებული არავინ არ არის და თუ გამოიკვეთება მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულიც, პასუხისგება მათაც მოუწევთ.

“რა მნიშვნელობა აქვს თანამდებობის პირია თუ არა. რამდენი შემთხვევა გინახავთ, როდესაც თანამდებობის პირი გათავისუფლებულა თანამდებობიდან არასწორი ქმედებების გამო. ხომ იყო ასეთი შემთხვევები? მაგალითად, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. გამოძიება როცა დასრულდება, მარტივი იქნება ყველაფერი” , – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

გამოძიება პროკურატურა 2019-07-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გამოძიება პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აზრს ვერ მიაწვდიდა, არ მისცემდნენ ამის საშუალებას,” – ქანთარია პარლამენტში ბახტაძის არგამოცხადებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

მელიას ბრალი წაუყენეს სუს-ის მიგზავნილი აგენტის ჩვენების საფუძველზე, სადაც ის „ომი და მშვიდობის“ მოკლე ვერსიას ყვება, თუმცა ცხადია, ტოლსტოის ვერ შეედრება

მსგავსი სტატიები

დააზიანებს თუ არა დიალოგის ფორმატს გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლა

დააზიანებს თუ არა დიალოგის ფორმატს გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლა

ირაკლი შალიკაშვილი 15 დეკ 2020
„მარგველაშვილი რაც უფრო მეტ  უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“

„მარგველაშვილი რაც უფრო მეტ  უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“

21 ივლ 2018
ეკა ბესელიას კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა და უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს უჭერს

ეკა ბესელიას კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა და უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს უჭერს

21 თებ 2019

უახლესი ამბები

  • “ღორი მომიკლა სააკაშვილმა…” – ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    “ღორი მომიკლა სააკაშვილმა…” – ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

    ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

  • დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

    დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

  • სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

    სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge