წამლის ერთი ტაბლეტი რომ ლარით მეტიეღირება, რაზეა საუბარი. მთელი კოლოფი კიარა, 1 ცალი“
მედიკამენტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიაუცილებელი და გარდაუვალი საშუალებაა. თუმცაის, თუ რამდენად ხარისხიანია და რამდენადკარგად მოდის ჩვენამდე, დიდ კითხვის ნიშანსტოვებს.
ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში ერთ–ერთიმოწინავეა კომპანია „ავერსი“. ის მოიცავს როგორცსააფთიაქო ქსელს, ასევე რამდენიმე კლინიკას დასადაზღვევო კომპანიასაც კი. „ავერსის“ კუთვნილებაშია მედიკამენტების საწარმოც, სადაცდამზადებული წამლები აფთიაქების დახლებზეხვდება.
პენსიონერები და მედიკამენტებზე მუდმივადდამოკიდებული ადამიანები აღნიშნულ ქსელშიწამლების სიძვირეს უჩივიან. იმასაც ამბობენ, რომმათი შემოსავალი მთლიანად აფთიაქებში რჩება. „ავერსი“ ბაზარზე მაღალი ფასებით გამოირჩევა. მასსხვა აფთიაქებთან შედარებით საკმაოდმომატებული საფასური აქვთ დაწესებული. ამისგამო უკმაყოფილებას უამრავი მომხმარებელიგამოთქვამს.
„მე პრობლემა, ძირითადად, ფასებზე მაქვს. 1 ტაბლეტი წამალი რომ ლარით მეტი ეღირება, რაზეა საუბარი?! მთელი კოლოფი კიარა – 1 ცალი. ყველაზე ცუდად ავერსშია ამ მხრივ საქმე, რომვუყურებ“, – ამბობს მომხმარებელი ქეთევანჯომიდავა.
საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც „ავერსის“ კლინიკაში მისულ პაციენტს ექიმი მხოლოდ„ავერსის“ ფარმაცევტული საწარმოს წამლებსუნიშნავს და მიუთითებს, რომ მედიკამენტიაუცილებლად ავერსის აფთიაქში შეიძინოს. ასეთდროს მომხმარებელს არჩევანი არ აქვს დაიძულებულია ექიმის დანიშნულება შეასრულოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ავერსის“ კომპანიებიერთმანეთს „ამუშავებენ“ და სარგებლობენპაციენტთა მდგომარეობით.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო არერევა ფარმაციულ ბაზარზე სამკურნალოსაშუალებების ფასწარმოქმნისა და რეგულირებისპოლიტიკაში. დღემდე დაუდგენელია იმპორტისშემდეგ ან წარმოების შემდეგ რამდენი პროცენტისმომატების უფლება აქვს ფარმაცევტულ კომპანიას. დარგთან დაახლოებული სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მედიკამენტებზე არსებულიკატასტროფული ფასის მიზეზი.
კომენტარები