NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»დავით გარეჯზე – აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს – ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ

დავით გარეჯზე – აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს – ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ

03 ივლ 2019 საინტერესო 584 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ, – ამის შესახებ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, დავით გარეჯთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ დაუდასტურებელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

„გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა. ეს პაუზა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. როგორც კი განხლდა შემადგენლობა, პირველი რაუნდი ჩატარდა აზერბაიჯანის დედაქალაქში. შეხვედრა გაიმართა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, როგორიც შეესაბამება ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. დღეისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა შემდეგი ნაბიჯები, შემდეგი რაუნდი შეთანხმდეს. იგეგმება ექსპერტების გასვლა ადგილზე, ასევე ტექნიკური სამუშაოები და ა.შ. არსებული სადემარკაციო და სადილიმიტაციო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი ასევე ტექნიკური ხასიათის თუ საორგანიზაციო ხასიათის, გადაწყდება ამ ერთობლივი კომისიის მუშაობის ფარგლებში. საერთოდ ერთი შეხვედრა ან რომელიმე სამუშაოს ერთი რომელიმე ნაწილი არ არის გათვლილი იმაზე, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ. რაც შეეხება ბილიკების გაყვანასთან დაკავშირებულ ბოლო ინფორმაციას, ეს უკვე არსებული ბილიკების სარემონტო სამუშაოებია. ეს არ ნიშნავს, რომ იქ, ადგილზე ახალი ბილიკების ან გზის გაყვანა დაიწყეს. დიდი თხოვნა იქნება, როგორც მედიასთან, ასევე სოციალურ ქსელებში აქტიურ ჩვენს მოქალაქეებთან, გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ, იმიტომ, რომ ამან შეიძლება პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს”, -განაცხადა კონსტანტინიდმა.

კომენტარები

TOP ინტენსიური კომუნიკაცია კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ სადემარკაციო და სადილიმიტაციო საერთაშორისო პრაქტიკა 2019-07-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ინტენსიური კომუნიკაცია კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ სადემარკაციო და სადილიმიტაციო საერთაშორისო პრაქტიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნაციონალური მოძრაობის” ამოცანაა, დააზიანოს ქვეყანა, მოაწყოს გადატრიალება, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს – ეს არავის გამოუვა

შემდეგი სტატია

არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე

მსგავსი სტატიები

მიტროპოლიტი პავლე ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს

მიტროპოლიტი პავლე ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს

ნინო ჩხეიძე 14 აგვ 2020

Why Should really A College Settle for You

29 აპრ 2020
JURASSIC WORLD: FALLEN KINGDOM – ის მეორე თრეილერი

JURASSIC WORLD: FALLEN KINGDOM – ის მეორე თრეილერი

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

    გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

  • ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

    ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

  • ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

    ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

  • თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

    თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

  • თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge