NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან

საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან

02 ივლ 2019 პოლიტიკა 851 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“საბჭოთა კავშირი რა არის, თუ არა ეს… საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს და არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან, პარლამენტში სიარულისგან,“ – ეს განცხადება, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

მან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დამნაშავე უწოდა. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს. ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

„მას შემდეგ, რაც თბილისი საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთებინა, იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ ძალაში დატოვებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რაც საქალაქომ მიიღო, იყო მოსალოდნელი, თუმცა რთულია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ამ დუნიაზე ვერავინ შეძლებს. ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, ახლა დამიმატეს რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ჩვენ ასე გავიგეთ, ელექტრონული მონიტორინგი ელექტრონულ სამაჯურს გულისხმობს, ჩვენ ასე გავიგეთ.

ეს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთი ვე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორი არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა. ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი პარლამეტში და ყველა იმ შეხვედრაზეც, რომელზეც დავდიოდი. კი ბატონო, ვაცნობებ,“ -განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აუცილებლად აგებს პასუხს.

„არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

არ შევიზღუდავ თავს კონსტიტუცია საქალაქო სასამართლო 2019-07-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არ შევიზღუდავ თავს კონსტიტუცია საქალაქო სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბილაინი აბონენტებს მომსახურების ახალ პაკეტს სთავაზობს

შემდეგი სტატია

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა – პრეზიდენტი კონსულტაციებში ჩართვისთვის მზადაა

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

ნინო ჩხეიძე 03 დეკ 2022

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მიმართავს

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
დავითაშვილი: მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტიანს გახდის

დავითაშვილი: მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტიანს გახდის

19 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge