გიორგი გახარიას ისევე აღარ აქვს ლეგიტიმაცია, როგორც ზებრას და პინგვინს – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
მისი განცხადებით, შს მინისტრის გუშინდელი პრესკონფერენცია მხოლოდ იმის დასტური იყო, რომ გიორგი გახარია ადეკვატური არ არის.
ხაბეიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ანეკგდოტი მოყვა, როცა თქვა, რომ თავის დანაშაულს თავადვე გამოიძიებს
„მე თუ რამე დავაშავე მე თვითონ გამოვიძიებ და ჩემს თავს მე თვითონ დავაკავებო. გახარია არაფერს, ვერაფერს გამოიძიებს, კაცი რომ იტყვის კი ვარ სისხლიანი ჟანდარმი, მაგრამ ეს ჩემი ტვირთია და ვატარებო, ეს კაცი ამის მერე ადეკვატური და ნორმალურია? მინისტრი, რომ მოჰყვება ეს ტყვია 2012 წელს იყიდესო, ეს ნორმალურია? ბატონო გიორგი, თქვენ ფაქტობრივად არალეგიტიმური ხართ, როგორც ბიძინა ივანიშვილი, აქამდე ლეგიტიმაცია არ ჰქონდა არც ზებრას და არც პინგვინს , ახლა აღარც თქვენ გაქვთ და აღარც თქვენს მთავრობას,“-ამბობს ხაბეიშვილი.
კომენტარები