პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის სხდომაზე მისვლას გეგმავს. კაკულია ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ დეპუტატებიდან, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
ის კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა. რომან კაკულია ამბობს, რომ მან საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატების მომავალი მანდატი დაიცვა.
„არავის წინააღმდეგ არ წავსულვარ. მე მგონი, დეპუტატები დავიცავი, მარტო ჩემი თავი კი არა, ზოგადად მათი მომავალი მანდატი დავიცავი საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვინც სხვანაირად გაიგო, რა ვქნა,“ – ამბობს კაკულია.
ე.წ. ურჩი დეპუტატების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. “კურიერის” ინფორმაციით, მმართველი გუნდი “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის შეიკრიბება.
კომენტარები