“ყველა ის ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული,” – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებლ მოვლენებს. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციელებმა სამართლებრივი წესრიგი და კონსტიტუცია დაიცვეს და არ დაუშვეს პარლამენტში შეჭრა.
„მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც, სამწუხაროდ, 20 ივნისს თბილისში მოხდა. აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე. ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს. სხვადასხვა წლებში, მაგრამ 10:00 საათის შემდეგ ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების, პოლიციაზე და პარლამენტზე, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი დაადანაშაულო. მათ კანონი არ დაურღვევიათ,“ – განაცხადა გახარიამ.
მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლა პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია.
კომენტარები