NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი

საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი

27 ივნ 2019 პოლიტიკა 360 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი,“ – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ის ფაქტი, რომ დრეს პარლამენტში მამუკა ბახტაძე არ გამოცხადდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, პრემიერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

„ხელისუფლება კიდევ ვერ აცნობიერებს რა სიღრმის პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს მათ ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ადამინების მოთხოვნების დაკმაყოფილება, დამნაშავეების დასჯა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და შს მინისტრის გადადგომა. ეს შექმნის მხოლოდ იმ პირობებს, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსავლის ძებნა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის შეფასებით, პრემიერის პარლამენტში არმისვლამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე.

„ბახტაძის არმოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება – პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა.

„პრემიერ-მინისტრის დამავლა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად პასუხი გასცეს ხალხის მთავარ კითხვას. მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის, ბახტაძესაც, გახარიასაც და მთლიანად ხელისუფლებასაც აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები, როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ამიტომ, დამალვა და პარლამენტში არმოსვლა აქედან ვერ იქნება გამოსავალი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრემიერი პარლამენტში აუცილებლად უნდა მივიდეს, ოღონდ არა წლიური ანგარიშის წარსადგენად, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი ბახტაძე გამოცხადდეს პარლამენტში, ოღონდ გამოცხადდეს არა მთავრობის ანგარიშით, არა თავის მოწონებით და ტრაბახით, რას აკეთებს მისი მთავრობა ხალხისთვის, ხალხისთვის რას აკეთებს მთავრობა ამას ისედაც ძალიან კარგად ვხედავთ და ამას თავის თავზე გრძნობს ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა – გრძნობს უმუშევრობასაც, გაძვირებულ ცხოვრებასაც, გაძვირებულ ლარსაც… პარლამენტში მოვიდეს ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც პრემიერ-მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს, ათიათასობით ადამიანს, რომელიც პროტესტებში იღებს მონაწილეობას, გასცეს პასუხი კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

პრემიერი, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში უნდა წარედგინა, პარლამენტში არ მივა. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ხვალ კი საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარიამ, რომლის გადადგომასაც პარლამენტის წინ უკვე მერვე დღეა ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. უცნობია, პრემიერის მსგავსად შეცვლის თუ არა ისიც გადაწყვეტილებას.

კომენტარები

დაისჯებიან დამნაშავეები დამალული პოლიტიკური პასუხისმგებლობა 2019-06-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დაისჯებიან დამნაშავეები დამალული პოლიტიკური პასუხისმგებლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა

შემდეგი სტატია

მე მგონი მაქვს უფლება ჩემებურად გადავწყვიტო-რომან კაკულია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

კვირიკაშვილი – ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად უნდა გადაიქცეს

კვირიკაშვილი – ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად უნდა გადაიქცეს

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018
„ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან შესახვედრად“

„ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან შესახვედრად“

03 ივნ 2018

სიტყვიერი დაპირისპირება ფალიაშვილის ქუჩაზე საარჩევნო უბანთან

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge