NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ე.წ. გავრილოვის სია – ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სანქციებით ემუქრება

ე.წ. გავრილოვის სია – ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სანქციებით ემუქრება

26 ივნ 2019 პოლიტიკა 384 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, სანქციებით ემუქრება. სალომე სამადაშვილმა უკვე დაიწყო “გავრილოვის სიაზე” მუშაობა. ამ სიაში მოხვდება ყველა ის დეპუტატი, რომელმაც დღეს პოლიტიკურ დევნას მწვანე შუქი აუნთო და ნიკა მელიას დაკავებას ხმა მისცა.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში დღეს დიქტატურის გაფორმების პროცედურა დაიწყო, ამიტომ სანქცია უნდა დაწესდეს ყველა დეპუტატს, ვინც ხელი მოაწერა ამ მძიმე პოლიტიკურ განაჩენზე.

სალომე სამადაშვილის თქმით, სიაში უნდა მოხვდეს ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა, ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიას და ანზორ ჩუბინიძის პასუხისმგებლობის საკითხზე.

„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორც ევროპარლამენტთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, იმისთვის, როგორც ეს ხდება არადემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად, არსებობს მაგნიტსკის აქტი. ამისი მსგავსი გავრილოვის სიის დამფარავი აქტი იქნას მიღებული, დემოკრატიული ქვეყნების შესაბამისი ქვეყნების შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ეს გულისხმობს იმას, რომ საბოლოოდ, ვინც სანქციების სიაში მოხვდება, მათ მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ფინანსური შეზღუდვები, ასევე შეზღუდვები გადაადგილებაზე და რა თქმა უნდა… გავრილოვის სიაში შევა ივანიშვილი, გახარია ჩუბინიძე. ჩემი აზრით, ასევე უნდა შევიდეს ირაკლი კობახიძე და ასევე, მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას ვინც დაუჭერს მხარს, ჩემი აზრით, ყველა უნდა შევიდეს“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნიკა მელიას ციხეში გაშვების ბრძანება პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

„ის, რაც კომიტეტზე ვიხილეთ, იყო სრული ფარი სადაც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, სადაც აღარ არსებობს პროკურატურა, სადაც აღარ არსებობს სასამართლო, იმიტომ რომ ივანიშვილმა თქვა – ნიკა მელია ციხეში. ასე, რომ ან მოხვდებიან გავრილოვის სიაში, ან შეძლებენ რომ შეინარჩუნონ ღირსება როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითმა  მოქალაქეებმა“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი,  სერგი კაპანაძე  აცხადებს, რომ გავირილოვის სიაში უნდა შევიდეს ყველა, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის 20 ივნისის დარბევაში.

„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწყო გავრილოვის ღამე და ესროლა თავის ხალხს, ყველას პასუხისმგებლობაა, როგორ მორალური, გინდათ პოლიტიკური, რომ ყველამ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ არის ადამიანი ვინც ესროლა, ვინ არის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა,“ – განაცხადა სერგო კაპანაძემ.

ე.წ. გავრილოვის სიის შესახებ განცხადება გააკეთა, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

„ეს ყველაფერი ესე ვერ ჩაივლის, არავის არ შერჩება არც მოქალაქეთა დასახიჩრება, ვერც მათი მხედველობის გარეშე დატოვება და ვერც სიკვდილის პირად მიყვანა“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

2019-06-26
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“- კალაძე 20 ივნისის მოვლენებში ოპოზიციას ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

გავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას

მსგავსი სტატიები

მათიკაშვილი: „სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას“

მათიკაშვილი: „სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას“

31 მაი 2018

კახა კალაძე ევროპის საინვესტივიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

26 ოქტ 2017
“ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევის შედეგებს” – კობახიძე პოლიტიკურ რეიტინგებზე

“ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევის შედეგებს” – კობახიძე პოლიტიკურ რეიტინგებზე

ირაკლი 17 მაი 2019

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
4°
overcast clouds
humidity: 65%
H 3 • L 3
11°
Mon
7°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge