NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის – ბაქრაძე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების დაბრუნებაზე

რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის – ბაქრაძე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების დაბრუნებაზე

25 ივნ 2019 პოლიტიკა 1063 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთი, ევროპის საბჭოს საზაფხულო სესიას, ხმის უფლებით დაესწრება. საპარლამენტო ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუცია 118 ხმით მიიღო. წინააღმდეგი იყო 62 დეპუტატი, 10-მა კი თავი შეიკავა. 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები, რომელზეც რეზოლუცია მწვავე გააკრიტიკა არაერთმა ქვეყანამ. მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი დელეგაციისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას.

ევროპელ დეპუტატებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ მიმართა. მან საქართველოს რუსული ოკუპაცია მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ აგრესორს ხმის უფლება არ უნდა დაუბრუნდეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელსაც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართევლოში. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას. ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის,”-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის დელეგაცია უკვე სტრასბურგში იმყოფება. ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოერთვა.

კომენტარები

დანაშაულის მხარდაჭერა ევროსაბჭო რუსეთის დაბრუნება ხმის უფლების დაბრუნება 2019-06-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დანაშაულის მხარდაჭერა ევროსაბჭო რუსეთის დაბრუნება ხმის უფლების დაბრუნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გახარია პარლამენტში მისვლით ხალხს კიდევ უფრო გააღიზიანებს – ოპოზიცია შს მინისტრის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ვეცდებით შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული ნეგატიური შედეგი – ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვაზე

მსგავსი სტატიები

პაკისტანში ავარიას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ავარიას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

ნინო ჩხეიძე 29 იან 2023
ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2021
ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები – რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან

ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები – რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან

ნინო ჩხეიძე 01 სექ 2023

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge