NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მნიშვნელოვანია გაირკვეს დავალება ვინ გასცა, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო

მნიშვნელოვანია გაირკვეს დავალება ვინ გასცა, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო

24 ივნ 2019 პოლიტიკა 679 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის, რომ იდგა იქ, სადაც პარლამენტის შენობას იცავდნენ, ეს არ არის ჩემთვის პირადად გასაკვირი,“ – ამ განცხადებით, პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია 20 ივნისს განვითარებული სისხლიანი მოვლენების დროს სპეცრაზმთან ანზორ ჩუბინიძის ყოფნას აფასებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ჩუბინიძის სამსახურს პარლამენტის დაცვა ევალება, სწორედ ამიტომ, დეპუტატისთვის გამართლებულია მისი იქ ყოფნა.

თუმცა, ეკა ბესელია ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, ვინ გასცა იმის ბრძანება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა სპეცრაზმს – შს მინისტრმა თუ ანზორ ჩუბინიძემ.

„პარლამენტს იცავს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელსაც ჩუბინიძე ხელმძღვანელობს, მისი სამსახური იცავს პარლამენტის შენობას… ის, რომ იდგა იქ, სადაც პარლამენტის შენობას იცავდნენ, ეს არ არის ჩემთვის პირადად გასაკვირი, იმიტომ რომ იმ სამსახურის ხელმძღვანელია და კაბინეტიდან არ უნდა უყურებდე მოვლენებს. ადგილზე უფრო უკეთესია აკონტროლებდე ვითარებას და ვნახეთ ჩვენ ის კადრში, როდესაც დგას ფარს მიღმა. არ მაქვს კადრები, სადაც ის თავად მოქმედებს უკანონოდ. რა დავალებებს გასცემდა ან როგორ მოქმედებდა, ეს არის გამოსაკვლევი. შსს-ს მინისტრიც პარლამენტის შენობაში იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავალება ვინ გასცა რომ ეს რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო მაშინ, როდესაც არ იყო ამის საჭიროება, არ იყო ამის აუცილებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს აქსიომაა, რომ მმართველ პარტიას ეკისრება ყოველთვის და ხელისუფლებას. მძიმე პოლიტიკური ფასი რომ ადევს ამ ყველაფერს, ამ ფასის გადახდა მოუწევს,“ – განაცხადა ბესელიამ.

კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და თავადაც უჭირავს ხელში ფარ, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.

ჩუბინიძე არის ადამიანი, რომელიც პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

კომენტარები

გაირკვეს დავალება რეზინის ტყვიები 2019-06-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გაირკვეს დავალება რეზინის ტყვიები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

20 ივნისს მომხდარი სისხლიანი მოვლენების გამოძიების მიზნით შესაძლოა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

შემდეგი სტატია

ბუნებრივია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იქ უნდა ყოფილიყო და ეს მე არანაირ კითხვებს არ მიჩენს

მსგავსი სტატიები

პენიტენციური სამსახურის განცხადება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით

პენიტენციური სამსახურის განცხადება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით

13 სექ 2018
„მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო“

„მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო“

15 იან 2018
მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge