NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»რამზან კადიროვი: დროა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ …

რამზან კადიროვი: დროა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ …

22 ივნ 2019 მსოფლიო 13023 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ Telegram-ში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკა. აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თბილისში განვითარებული მოვლენებით.

„რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ჩვენი ხალხები დაკავშირებული არიან მეგობრობის საუკუნოვანი კავშირებით. ქართული კულტურა მსოფლიომ გაიცნო რუსეთის წყალობით. ქართველი მწერლების, კომპოზიტორებისა და მსახიობების ნიჭი სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაში გაიფურჩქნა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში თბილისში გამოჩდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოზრდილ-გამოკვებილი პოლიტიკოსები, რომელთა ცხოვრების მიზანს წარმოადგენს რუსეთისა და საქართველოს დაუძინებელ მტრებად ქცევა, განხეთქილების შეტანა საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის“, – წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი.

რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთი ყოველთვის ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას საქართველოსთან და სწორედ ამის გამო, არასოდეს აჰყოლია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების პროვოკაციებს, რაც საზღვარზე ჩეჩნეთის მცხოვრებლებისათვის პრობლემების შექმნაში გამოიხატებოდა.

„თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ ისევ ძლიერია ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა. დავრწმუნდით, რომ ისინი დიდხანს ეძებდნენ საბაბს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ისტერიული შეტევის დასაწყებად“, – წერს რამზან კადიროვი, რომელიც განსაკუთრებულად აღშფოთებულია რუსეთიდან საქართველოში მიწვეული სტუმრებისადმი არასათანადო მოპყრობით.

კადიროვმა ასევე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, კადიროვის სიტყვებით, ღრმად ცდება, როცა საქართველოში რუსეთის ინტერესებზე ლაპარაკობს.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს საზოგადოების გახლეჩით. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობითა და კეთილდღეობით“.

კადიროვის თქმით, დროა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთის გარდა არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც შეჭირვების ჟამს უფრო ადრე მივა დასახმარებლად.

კომენტარები

TOP რამზან კადიროვი სალომე ზურაბიშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკა 2019-06-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რამზან კადიროვი სალომე ზურაბიშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურამ კაშია: #რუსეთიოკუპანტია 

შემდეგი სტატია

რუსეთის მოქალაქეები: გთხოვთ, დაუშვათ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის

მსგავსი სტატიები

რუსეთი ბრიტანეთის 23 დიპლომატს გააძევებს

რუსეთი ბრიტანეთის 23 დიპლომატს გააძევებს

სოსო ელისაშვილი 17 მარ 2018
გერმანელმა სამართალდამცავებმა “ალ-ქაიდას” ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მცველი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცავებმა “ალ-ქაიდას” ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მცველი დააკავეს

25 ივნ 2018

პუტინი რუსეთის ყველაზე ხანგრძლივად მყოფ მმართველებს შორის ბრეჟნევსაც უსწრებს

14 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge