NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

21 ივნ 2019 პოლიტიკა 646 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოროსის ფონდში საგანგებოდ იკრიბებიან. მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს, რომლის შინაარსიც მოგვიანებით გახდება ცნობილია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და თანამდებობა დატოვოს როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე შს მინისტრმა, რომელიც დაუნდობლად გაუსწორდა მოქალაქეებს.

„აქცია, რომელიც იყო მშვიდობიანი ხასიათის, რაღაც ეტაპზე შესაძლოა, მისი ნაწილი გავიდა კანონის ფარგლებიდან, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაწყვიტა, პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შესვლა. თუმცა ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე გარკვეული ეტაპის შემდგომ გასცდა კანონის ფარგლებს და, ფაქტობრივად, გადაიზარდა ქუჩაში ადამიანებზე გაჩაღებულ ნადირობაში. შეცდომა არ იყო გავრილოვის შემოსვლა საქართველოში, შეცდომა არ იყო ამ გაურკვეველ ფორმატში, როგორც ბატონი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი უწოდებს, ფარისევრულ- მართლმადიდებლურ ფორმატში თავის შეყოფა თავის დროზე.  და ორი წელი მცდელობა იმისა, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გამართულიყო. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება.

თუ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მას უნდა დაამშვიდოს ახლა საზოგადოება, ერთი მხრივ, უნდა შეელიოს გარკვეულ პოლიტიკოსებს. ქუცნაშვილი არ არის იმ რანგის ფიგურა, რომელიც შესაძლოა, იყოს ადეკვატური პასუხი იმ პირველად მოთხოვნაზე, რაც აქციას ჰქონდა გუშინ. შეიძლება ეს იყოს ბატონი კობახიძის შეცდომა, მაგრამ ეს არის შეცდომა რომელიც არის უპატიებელი. თუ კი ხელისუფლება აცნობიერებს იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გამოყენებულ ძალას, მას შეუძლია, დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისროს შს მინისტრს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით განმუხტოს შექმნილი სიტუაცია,“ – განაცხდაა გიორგი მშვენიერაძემ.

კომენტარები

მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრა 2019-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოქალაქეები აქციის დაკავებულ მონაწილეებს ეძებენ, შსს განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება – ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე

მსგავსი სტატიები

“ალტ-ინფოს” ლიდერი მორგოშია: დემოკრატიის არ მჯერა, როცა გავიმარჯვებთ, ბევრ კანონს შევცვლით

“ალტ-ინფოს” ლიდერი მორგოშია: დემოკრატიის არ მჯერა, როცა გავიმარჯვებთ, ბევრ კანონს შევცვლით

ნინო ჩხეიძე 18 აპრ 2022

ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულო ვადაზე ადრე დატოვა

02 ოქტ 2017

კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

08 იან 2019

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge