NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე საქართველოშია – “ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება

ირაკლი კობახიძე საქართველოშია – “ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება

21 ივნ 2019 პოლიტიკა 599 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან. მათ ოფისში შესვლამდე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირების დასახელებისგან თავი შეიკავეს. ირაკლი კობახიძე უკვე საქართველოშია. მან ბაქოში ვიზიტი ერთი დღით ადრე შეწყვიტა. ის უკვე პარტიის ოფისში იმყოფება.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომას ასევე ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი, რომელმაც გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

რაც შეხება იმას, თუ რა ფორმით აიღებენ მმართველი გუნდის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ან რატომ მოუხადეს ბოდიში რუს დეპუტატ გავრილოვს, როგორც ამას “კომერსანტი” წერს, დადგება თუ არა ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე, უცნობია, როდის დაიწყება სამართლებრივი ზომების მიღება ოპოზიციის მისამართით, რაზეც გუშინ თავად პრემიერმა განაცხადა. პრემიერმა თქვა ისიც, რომ მათი გუნდის წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, თუმცა, უცნობია, ვინ იგულისხმა.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

პოლიტსაბჭოს სხდომა რუსი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანო 2019-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პოლიტსაბჭოს სხდომა რუსი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

შემდეგი სტატია

მოქალაქეები აქციის დაკავებულ მონაწილეებს ეძებენ, შსს განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

„დღეს ორიანი დაგიწერეთ” – კალაძე ჟურნალისტს მიმართავს

„დღეს ორიანი დაგიწერეთ” – კალაძე ჟურნალისტს მიმართავს

სოსო ელისაშვილი 23 აპრ 2019
“ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს შორდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე” – მმართველი გუნდი ყოფილ თანაგუნდელებზე

“ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს შორდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე” – მმართველი გუნდი ყოფილ თანაგუნდელებზე

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019
“იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემი მეგობრებისგან მისაღები იქნება” – მარიამ ჯაში გუნდიდან შესაძლო გარიცხვაზე

“იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემი მეგობრებისგან მისაღები იქნება” – მარიამ ჯაში გუნდიდან შესაძლო გარიცხვაზე

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge